ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
2009 წლის ფინანსური ანგარიშგება
#11(131), 2010
     
     
აუდიტორული დასკვნა
 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელ ექსპრეს ჯორჯიას"
2009 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე

ჩვენ ჩავატარეთ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელ ექსპრეს ჯორჯიას" 2009 წლის ფინანსური ანგარიშგების, კერძოდ 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსისა და მოგება-ზარალის უწყისის აუდიტი.
 
სააღრიცხვო დოკუმენტებისა და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების მომზადებაზე, მათ სინამდვილეზე პასუხისმგებელია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელ ექსპრეს ჯორჯიას" ხელმძღვანელობა, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების საფუძველზე გამოვხატოთ მოსაზრება წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით.

აუდიტი დაიგეგმა და წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომ დავრწმუნებულიყავით ფინანსური ანგარიშგების უტყუარობაში და მიგვეღო დასაბუთებული გარანტია იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა აღნიშნული ანგარიშგება არსებით უზუსტობებს. ჩვენ ვთვლით, რომ ჩატარებული აუდიტი საკმარისი საფუძველია მოსაზრების გამოსახატავად მოცემული ანგარიშგების უტყუარობაზე.

აუდიტორული შემოწმების შედეგების მიხედვით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელ ექსპრეს ჯორჯიას" 2009 წლის ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებდა ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის 2007 წლის 19 თებერვლის #49 ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშთა გეგმის შესაბამისად.
წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება უტყუარად და სამართლიანად ასახავს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელ ექსპრეს ჯორჯიას" ფინანსურ მდგომარეობასა და მისი საქმიანობის შედეგებს იმ საანგარიშგებო პერიოდისათვის, რომელიც დასრულდა 2009 წლის 31 დეკემბერს.

შპს "კომპაუდის" დირექტორი                                       ვ. კობიაშვილი

აუდიტორი-პარტნიორი (სერტიფიკატი ზ#5/235)          ვ. აბრალავა

მთავარი სპეციალისტი                                                    ი. გაჩეჩილაძე