ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №122
№11(131), 2010
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #121:

პირობითად დავუშვათ, რომ თუ ადამიანი 7 დღე-ღამის განმავლობაში საკვებს არ მიიღებს ან არ დაიძინებს, მოკვდება. ერთ ბუღალტერს (წლიური ბალანსების შედგენის პერიოდში) არც დაუძინია და არც უჭამია ერთი კვირის განმავლობაში. რა უნდა ქნას მან (დაიძინოს თუ ჭამოს) ერთი კვირის მიწურულს იმისათვის, რომ ცოცხალი გადარჩეს?

P.S. ისეთი პასუხები, როგორიცაა: "ბუღალტერი შიმშილით არ მოკვდება" ან "ბუღალტერი არ არის ადამიანი", არ მიიღება!

ამოცანის პასუხი:

ადამიანი ერთდროულად ჭამას და დაძინებას ვერ მოახერხებს, ამიტომ ბუღალტერმა პირველ რიგში უნდა გააკეთოს იმის საპირისპირო, რაც გააკეთა ბოლოს ერთი კვირის წინ: თუ ბოლოს ჭამა, მაშინ უნდა დაიძინოს, თუ ბოლოს ეძინა - უნდა ჭამოს.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი (კიდევ ერთხელ) დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა.

მორიგი ამოცანა #122:

სამკუთხედის ერთ გვერდზე აღებულია 21 წერტილი, ხოლო მეორეზე - 31 წერტილი (წერტილები არ ემთხვევა სამკუთხედის წვეროებს). მესამე გვერდის თითოეული წვერო შეერთებულია მის მოპირდაპირე გვერდზე მდებარე ყველა წერტილთან. სულ რამდენ ნაწილად დაიყოფა სამკუთხედი?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

2) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95) 590-275 (მობ.). გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია