ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი გთავაზობთ პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობას
#2(134), 2011
საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი ("სქშეი"), რომელიც არის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVSC) წევრი საქართველოდან, აცხადებს მსურველთა მიღებას უძრავი ქონების, მოძრავი ქონების და არამატერიალური აქტივების შემფასებელთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო პროგრამაზე.

"სქშეი" - საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი დაფუძნდა 1999 წელს. 2003 წლიდან ინსტიტუტი არის IVSC-ის წევრი საქართველოდან. 

IVSC - შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის შემფასებელთა ეროვნულ გაერთიანებას (ინსტიტუტს). IVSC-ის უმთავრესი ამოცანაა სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სტანდარტების ურთიერთშეთანხმება და შეფასების სტანდარტების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მისაღები და ეფექტური იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ყველა ქვეყნისათვის. 

"სქშეი" არის IVSC-ის პარტნიორი საქართველოში. "სქშეი"-მ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს თანხმობით ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (IVC).  


შემფასებელთა  მომზადება  და  სერტიფიცირება:

მომზადება (სწავლება):

უძრავი და მოძრავი ქონების, არამატერიალური აქტივების შემფასებელთა მოსამზადებელი პროგრამები შემუშავებულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ფუნდამენტური კონცეფციებისა და შეფასების ტექნიკის საფუძველზე, და სრულად პასუხობს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ აღიარებულ მოთხოვნებს შემფასებელთა მოსამზადებელი პროგრამების, პრეტენდენტთა პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ. 

პროგრამებს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებსაც იმავდროულად გააჩნიათ პედაგოგიური საქმიანობის არა ერთი წლის გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მომზადების ეტაპი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სიტუაციურ ანალიზს და სავარჯიშოებს.
პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საშემფასებლო სფეროში დასაქმებულ, აუდიტორული საქმიანობის მიმდევარ, საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებს, აგრეთვე ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს სურვილი დაეუფლოს შემფასებლის პროფესიას.

მოსამზადებელი (სწავლების) პროგრამის საფასური შეადგენს 850 ლარს უძრავი ქონებისათვის, 650 ლარს მოძრავი ქონებისა და არამატერიალური აქტივებისათვის ცალ-ცალკე. სწავლების საფასური მოიცავს გადასახადებს. 

სერტიფიცირება:

სერტიფიცირების მიზანია კანდიდატთა კვალიფიკაციის შემოწმება და დადასტურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატების გაცემით. სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის (ISO/IEK 17024:2006) მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული დებულების საფუძველზე, რომელიც წარედგინა ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC-ს). სერტიფიცირება წარმოებს ორ ეტაპად და მოიცავს ტესტირებისა (ტესტური გამოცდის ჩაბარების) და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს. 

სერტიფიცირების საფასური შეადგენს 150 ლარს გადასახადების ჩათვლით, თითოეული მიმართულებისათვის.

"სქშეი"-ის პარტნიორები: 

საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მხარდაჭერას ახორციელებენ: 

• ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი (IVSC); 

• საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო; 

• საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება (ბას), რომელთანაც ინსტიტუტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი პარტნიორობის შესახებ.

პროგრამის ხანგრძლივობა: სწავლება გრძელდება 3 თვე. ლექციები ჩატარდება კვირაში სამი დღე, ქალაქის ცენტრში (საბურთალოზე), საღამოს საათებში (18:00 სთ).

დაინტერესებული პირები პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ მისამართზე: 

თბილისი, დ. გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) ქ. #19, მე-5 სართული.
ტელ/ფაქსი: 37-89-09; მობ.: (8-97) 58-84-85.

web: www.asset-ge.org                              E-mail: asset.ge@mail.ru 

         www.asset.ge                                        asset.ge@yahoo.com