ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
AAFC - სასწავლო-სასერტიფიკაციო პროგრამა ფინანსებში
#8(140), 2011

1. პროგრამის მიზნები

ფინანსური სფეროს სპეციალისტებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. ბაზარი გაჯერებულია ამ სფეროში მომუშავე ადამიანებით, მაგრამ კარგი სპეციალისტის პოვნა, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, მუდმივი პრობლემაა. პროგრამის მიზანია მოამზადოს სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სასწავლო ცენტრი შპს "ააფ-კაპიტალი", რომელიც შპს "ააფ-მენეჯმენტისა" და შპს "იბერ-ინფოს" ერთობლივი პროექტია.

ამჟამად პროგრამა მოიცავს სამ დისციპლინას. სამომავლოდ იგეგმება პროგრამის გაფართოება კიდევ ორი დისციპლინით.

2. პროგრამის შესახებ

ეს პროგრამა განკუთვნილია ფინანსური სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის: დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისათვის, ფინანსური მენეჯერებისა და კონსულტანტებისათვის, საგადასახადო ინსპექტორებისათვის.

სასწავლო-სასერტიფიკაციო პროგრამით AAFC-3 შეისწავლება სამი საგანი:  


ფინანსური აღრიცხვა (20 ლექცია, თითო ლექციის ხანგრძლივობა - 2 სთ.);  
ინფორმაციული ტექნოლოგიები (20 ლექცია, თითო ლექციის ხანგრძლივობა - 1 სთ.);  
მეწარმეობის სამართლებრივი საფუძვლები (20 ლექცია, თითო ლექციის ხანგრძლივობა - 2 სთ.);  

ფინანსური აღრიცხვა მოიცავს თეორიულ კურსს ფასს-ების (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) შესახებ. შეისწავლება ძირითადი სტანდარტები.

ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსი გულისხმობს იმ პრაქტიკული ჩვევების მიღებას, რომელიც საჭიროა ფინანსურ სფეროში წარმატებული მუშაობისათვის. ეს კურსი ითვალისწინებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, კერძოდ, "ინფო ბუღალტერის" ბაზაზე კომპიუტერული ბუღალტერიის დაუფლებას, ხოლო მათთვის, ვინც უკვე ფლობს ამ საბუღალტრო პროგრამას - ამ პროგრამის გაძლიერებულ სწავლებას. 

მეწარმეობის სამართლებრივი საფუძვლების კურსი განკუთვნილია ფინანსურ სფეროში მომუშავეთათვის და გულისხმობს მეწარმეობისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ცოდნით აღჭურვას.

3. გამოცდა

სალექციო კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ საგანში ჩატარდება გამოცდა ტესტირების პრინციპით.

4. სერტიფიცირება

სამივე დისციპლინაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა AAFC-3 სერტიფიკატი.  


5. სალექციო კურსის ღირებულებაა:

ფინანსური აღრიცხვა – 300 ლარი;
ინფორმაციული ტექნოლოგიები – 250 ლარი;
მეწარმეობის სამართლებრივი საფუძვლები – 300 ლარი.

მეცადინეობები დაიწყება ოქტომბერში. შესაძლებელია თითოეული დისციპლინის შესწავლა და გადახდა. თითოეულ გამოცდაზე გასვლის გადასახადია 50 ლარი. წარუმატებელი ჩაბარების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებით გამოცდაზე გასვლა დამატებითი გადასახადის გადახდის შემდეგ. იმ მსმენელებს, რომელთაც არ სურთ სერტიფიკატის აღება, შეუძლიათ უარი თქვან გამოცდის ჩაბარებაზე.

დაინტერესებული პირები პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ მისამართზე:  

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #41, მე-5 სართული (მეტრო "დელისთან").  

ტელ.: 239-33-48, 239-33-49; მობ.: (599) 25-47-13 (ნინო კაჭარავა).