ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #131
#8(140), 2011
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #130

კლასში 30 მოსწავლეა. ზოგიერთმა მათგანმა იცის მარჯვენა და მარცხენა, ზოგიერთს - ეშლება, ზოგიერთი მათგანი კი აკეთებს ყველაფერს "უკუღმა", რასაც ეუბნებიან. ფიზკულტურის გაკვეთილზე 30-ივე მოსწავლე დააყენეს გვერდიგვერდ და უბრძანეს: "მარცხნისაკენ!". ამ ბრძანებაზე ყველა ერთდროულად შემოტრიალდა 90 გრადუსით: ზოგი მარცხნივ, ზოგი მარჯვნივ. ამის შემდეგ, ყველა მოსწავლე, რომელიც აღმოჩნდება მეზობელთან პირისპირ (სახით), ზუსტად ერთ წამში ბრუნდება 180 გრადუსით. შეიძლება თუ არა პროცესი გაგრძელდეს დაუსრულებლად? თუ არა, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს პროცესი?


ამოცანის პასუხი
 

დავუშვათ, რომ მოსწავლეები დგანან ერთი მეტრის დაშორებით და პირველი ბრძანების შემდეგ ისინი კი არ ტრიალდებიან, არამედ მოძრაობენ შემდეგი პრინციპით: ყოველი წამის შემდეგ თითოეული მათგანი გადაადგილდება ერთი მეტრით იმ მხარეს, საითკენაც იყო შეტრიალებული პირველი ბრძანების შემდეგ. თუ რომელიმე მათგანი 29 მეტრიანი რიგის ბოლოში დგას და არ მოძრაობს მეორე ბოლოს მიმართულებით, ის პროცესს ეთიშება. ცხადია, რომ ეს პროცესი ანალოგიურია ამოცანის პირობაში მოცემული პროცესისა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ მოძრაობა ხდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ მიაღწევს რიგის რომელიმე ბოლოს. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის პროცესის დროს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ნებისმიერი მოსწავლე მაქსიმუმ 29 წამში მიაღწევს რიგის რომელიმე ბოლოსდა პროცესს გამოეთიშება. ე.ი. პროცესი დამთავრდება მაქსიმუმ 29 წამში. მაგალითის მოყვანა, როცა პროცესი ზუსტად 29 წამში მთავრდება, ტრივიალურია.

ამჯერად სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და `ააფის~ პრიზი დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა.

მორიგი ამოცანა #131
 
`ზესტაფონის~ და `დინამოს~ საფეხბურთო მატჩის წინ ნიკამ გააკეთა შემდეგი პროგნოზები:

1. ფრე არ იქნება;
2. `დინამოს~ გაუტანენ;
3. `ზესტაფონი~ მოიგებს;
4. `ზესტაფონი~ არ წააგებს;
5. მატჩში გავა ზუსტად სამი გოლი.

მატჩის შემდეგ გამოირკვა, რომ სწორი გამოდგა ზუსტად 3 პროგნოზი. რა ანგარიშით დამთავრდა მატჩი?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი _ შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი `ვიწრო კარიბჭე~;

2) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~;

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~.

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59-02-75 ან (579) 30-27-27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელ-ფოსტით: palshibaia@tsodnisa.ge.

გისურვებთ წარმატებებს!