ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
როგორი ფინანსური მაჩვენებლებით დაასრულეს საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2011 წლის პირველი ნახევარი
#8(140), 2011
"ლიბერთი ბანკი" "კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის" მოთხოვნებს არ ასრულებს

"კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესი" ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში მოქმედი მისთვის საინტერესო ბანკისა თუ ბანკების ფინანსურ მდგომარეობას თვალი ადევნოს და მიღებული ინფორმაცია საკუთარი საჭიროებისამებრ გამოიყენოს. ეს წესი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის #145 ბრძანებით არის დამტკიცებული და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 24 ოქტომბრის #278 ბრძანებით მასში ცვლილებაა შეტანილი. 

აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყოველ კომერციულ ბანკს (არარეზიდენტი ბანკების საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფილიალების ჩათვლით) ავალდებულებს, რომ, ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოაქვეყნოს ყოველკვარტალური (I, II და III კვარტლების), ასევე აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებები. ბანკის ფინანსური ანგარიშგებები ბეჭდვით ორგანოში უნდა გამოქვეყნდეს და ასევე განთავსდეს როგორც ბანკის საკუთარ, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. ბანკის ფინანსური ანგარიშგებები უნდა გამოქვეყნდეს: კვარტალური – საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო წლიური აუდიტირებული – გარეაუდიტორული დასკვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან თვრამეტმა დროულად გამოაქვეყნა საკუთარი მონაცემები, განსხვავებით `ლიბერთი ბანკისა~ (ყოფილი `სახალხო ბანკი~), რომლის ბოლო ფინანსური ანგარიშგებები, გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, 2008 წლის 30 სექტემბრით არის დათარიღებული. არადა, სწორედ ამ ბანკის ფინანსური მდგომარეობა ინტერესმოკლებული არ გახლავთ თუნდაც იმ ჩვენი უამრავი მოქალაქისთვის, ვინც სახელმწიფოსგან პენსიას, სხვა და სხვა სახის დახმარებას, შემწეობას თუ კომპენსაციას ამ ბანკის მეშვეობით ღებულობს.

`კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის~ მე-4 მუხლის (ეროვნული ბანკის უფლებამოსილება) თანახმად: `1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს ასრულებს თუ არა ბანკი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ბანკის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ~ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციებს ფულადი ჯარიმების ჩათვლით~.

11 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით მივმართეთ და ვთხოვეთ საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, კახა ბარაბაძეს ჩვენთვის მოეწოდებინა ‘ლიბერთი ბანკის~ 2011 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშგებები (თუ ასეთი ინფორმაცია ეროვნულ ბანკს აქვს) და ასევე მოეცა ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ არ ასრულებს ბანკი აღნიშნული წესით განსაზღვრულ ვალდებულებას და რა რეაგირება მოჰყვა ამას ეროვნული ბანკის მხრიდან. ამ წერილზე მხოლოდ სატელეფონო პასუხი მივიღეთ: `ჯერჯერობით ისეთივე სიტუაციაა, არ ქვეყნდება!~

ბანკების მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშგებებიდან გთავაზობთ თითოეული ბანკის სამ-სამ ინდიკატორს: წმინდა მოგება/ზარალის, მთლიანი საპროცენტო შემოსავლებისა და სააქციო კაპიტალის მაჩვენებლებს.

18 ბანკიდან მეორე კვარტალი თოთხმეტმა მოგებით და ოთხმა ზარალით დაამთავრა

წმინდა მოგება (ზარალი) წარმოადგენს სხვაობას მთლიან შემოსავალსა და მთლიან ხარჯებს შორის, გაუთვალისწინებელი შემოსავლების/ხარჯების გათვალისწინებისა და ბიუჯეტში გადასახადების გადახდის შემდეგ.

თარიღი: 30.06.2011
წმინდა მოგება-ზარალი: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"   (293,904) 124,266
`ბაზისბანკი~                                                       1,125,850 1,477,217
`ბითიეი ბანკი~                                                   775,774 (10,092,253)
`ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო~                       2,222,127  (1,654,114)
`ვითიბი ბანკი~                                             14,696,262 (12,201,506)
`ზირაათ ბანკის~ თბილისის ფილიალი                 453,505         33,132
`თიბისი ბანკი~                                              45,453,114  20,338,645
`ინვესტბანკი~                                                      (322,514)   442,738
`კავკასიის განვითარების ბანკის~ თბილისის ფილიალი 2,095,614 459,750
ბანკი `კონსტანტა~                                                 1,464,750   671,326
`კორ სტანდარტ ბანკი~                                      1,572,731  (3,425,927)
`პროგრეს ბანკი~                                                       39,331     38,860
`პროკრედიტ ბანკი~                                           5,978,339   6,414,906
`ბანკი რესპუბლიკა~                                    (11,862,655) (30,079,643)
`საქართველოს ბანკი~                                   36,987,783    54,211,496
`ტაოპრივატბანკი~                                            1,689,052 (1,631,968)
`ბანკი ქართუ~                                               11,161,743   5,891,192
`ხალიკ ბანკი~                                                     (66,713) (1,471,584)

როგორც ვხედავთ, 18 კომერციული ბანკიდან წლევანდელი მეორე კვარტალი თოთხმეტმა მოგებით და ოთხმა ზარალით დაამთავრა. მოგებით დაამთავრეს: `ბაზისბანკმა~, `ბითიეი ბანკმა~, `ეიჩ ეს ბი სი ბანკმა საქართველომ~, `ვითიბი ბანკმა~, `ზირაანთ ბანკის~ თბილისის ფილიალმა, `თიბისი ბანკმა~, `კავკასიის განვითარების ბანკის~ თბილისის ფილიალმა, ბანკმა `კონსტანტამ~, `კორ სტანდარტ ბანკმა~, `პროგრეს ბანკმა~, `პროკრედიტ ბანკმა~, `საქართველოს ბანკმა~, `ტაოპრივატბანკმა~ და `ბანკმა ქართუ~.

მეორე კვარტალი ზარალით დაასრულეს ბანკებმა: `აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა _ საქართველომ~, `ინვესტბანკმა~, `ბანკმა რესპუბლიკამ~ და `ხალიკ ბანკმა~. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდი თერთმეტმა ბანკმა მოგებით და შვიდმა ზარალით დაასრულა. ყველაზე დიდი მოგება 45 453 114 ლარი აქვს `თიბისი ბანკს~, ყველაზე დიდი ზარალი 11 862 655 ლარი კი _ `ბანკ რესპუბლიკას~ აქვს.

მოგება-ზარალის მიხედვით ბანკები პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დავყოთ. პირველი ჯგუფი შედგება იმ ბანკებისგან, ვინც მოგებით დაასრულა როგორც წლევანდელი, ისე შარშანდელი პირველი-მეორე კვარტალი; მეორე ჯგუფში შედიან ის ბანკები, ვინც შარშანდელი წლის პირველი-მეორე კვარტალი ზარალით, წლევანდელი კი მოგებით დაასრულა; მესამე ჯგუფის ბანკებისთვის წლევანდელი პირველი-მეორე კვარტალი ზარალიანი იყო, მაშინ როცა შარშანდელი პირველი-მეორე კვარტალი მათ მოგებით დაამთავრეს; მეოთხე ჯგუფის ბანკებისთვის ზარალიანი აღმოჩნდა როგორც 2010 წლის, ისე 2011 წლის პირველი-მეორე კვარტალი.

პირველი ჯგუფი

თარიღი: 30.06.2011
წმინდა მოგება-ზარალი: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`თიბისი ბანკი~                                               45,453,114   20,338,645
`საქართველოს ბანკი~                                      36,987,783   54,211,496
`ბანკი ქართუ~                                                11,161,743     5,891,192
`პროკრედიტ ბანკი~                                          5,978,339     6,414,906
`კავკასიის განვითარების ბანკის~ თბილისის ფილიალი 2,095,614 459,750
ბანკი `კონსტანტა~                                            1,464,750        671,326
`ბაზისბანკი~                                                    1,125,850      1,477,217
`ზირაათ ბანკის~ თბილისის ფილიალი                  453,505           33,132
`პროგრეს ბანკი~                                                    39,331          38,860

9 ბანკისგან შემდგარ ამ ჯგუფს ლიდერობს `თიბისი ბანკი~, რომლის წმინდა მოგებამ 45 453 114 ლარი შეადგინა და შარშანდელი ამავე პერიოდის მაჩვენებელს 2,2-ჯერ აჭარბებს. შარშანდელმა ლიდერმა `საქართველოს ბანკმა~ წელს 36,987,783 ლარიანი მოგებით მეორე ადგილი დაიკავა; მისი ეს მაჩვენებელი შარშანდელზე თითქმის 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია. მესამე ადგილზე გასულ `ბანკ ქართუს~ ამჟამინდელი 11 161 743 ლარიანი მოგება თითქმის 1,9-ჯერ ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მეოთხე ადგილზე გასულ `პროკრედიტ ბანკს~, შარშანდელთან შედარებით, წელს მოგება ოდნავ შეუმცირდა. ამ პარამეტრის მიხედვით შთამბეჭდავი წარმატებები აქვთ მეხუთე ადგილზე გასულ `კავკასიის განვითარების ბანკს~ და მეექვსე ადგილზე გასულ ბანკ `კონსტანტას~, რომელთაგან წმინდა მოგება პირველმა 4,6-ჯერ და მეორემ 2,3-ჯერ გაზარდა. ოდნავ შეუმცირდა მოგება მეშვიდე ადგილზე გასულ `ბაზისბანკს~, სამაგიეროდ მერვე ადგილზე გასული `ზირაათ ბანკის~ 453 505 ლარიანი მოგება შარშანდელზე 16,7 ჯერ უფრო მეტია, თუმცა `ბაზისბანკის~ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ უფრო ნაკლებია.

შარშანდელთან შედარებით ოდნავ გაეზარდა მოგება ამ ჯგუფის ბოლო ადგილზე გასულ `პროგრეს ბანკს~. როგორც ვხედავთ, ამ ჯგუფიდან საკუთარი შარშანდელი მაჩვენებელი წელს შვიდმა ბანკმა გააუმჯობესა. ესენია: `თიბისი ბანკი~, `ბანკი ქართუ~, `კავკასიის განვითარების ბანკი~, ბანკი `კონსტანტა~, `ზირაათ ბანკი~ და `პროგრეს ბანკი~.

მეორე ჯგუფი

თარიღი: 30.06.2011
წმინდა მოგება-ზარალი: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`ვითიბი ბანკი~                                               14,696,262 (12,201,506)
`ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო~                       2,222,127   (1,654,114)
`ტაოპრივატბანკი~                                            1,689,052   (1,631,968)
`კორ სტანდარტ ბანკი~                                      1,572,731   (3,425,927)
`ბი თი ეი ბანკი~                                                  775,774 (10,092,253)

ამ ჯგუფში შემავალ ბანკებს ზარალიანი ჰქონდათ არა მხოლოდ 2010 წლის, არამედ 2009 წლის პირველი-მეორე კვარტალიც და სასიამოვნოა, რომ წლევანდელი პირველი-მეორე კვარტალი მოგებით დაასრულეს. წინა შესაბამისი პერიოდების 12 მილიონიანი ზარალის შემდეგ, `ვითიბი ბანკს~ ამჯერად 14,7 მილიონიანი მოგება აქვს, რაც ბანკების ამ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მესამე ჯგუფი

თარიღი: 30.06.2011
წმინდა მოგება-ზარალი: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი _ საქართველო~    (293,904) 124,266
`ინვესტბანკი~                                                            (322,514) 442,738

18 კომერციული ბანკიდან ორმა შარშანდელი პირველი-მეორე კვარტალი თუ მოგებით, წლევანდელი მეორეკვარტალი უკვე ზარალით დაასრულა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დიდი მოცულობისა მათი არც შარშანდელი მოგებები ყოფილა და არც წლევანდელი ზარალები.

მეოთხე ჯგუფი

თარიღი: 30.06.2011
წმინდა მოგება-ზარალი: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`ბანკი რესპუბლიკა~                                         (11,862,655) (30,079,643)
`ხალიკ ბანკი~                                                         (66,713)   (1,471,584)

სამწუხაროდ, ამ ორი ბანკისთვის წლევანდელი პირველი-მეორე კვარტალიც, ისევე როგორც შარშან, ზარალიანი აღმოჩნდა. თუმცა, ეს ზარალი, შარშანდელთან შემცირებით, საგრძნობლად შემცირებულია.

ბანკების უმრავლესობას საანგარიშო პერიოდში მთლიანი საპროცენტო შემოსავლები გაეზარდა

მთლიანი საპროცენტო შემოსავლები გახლავთ ბანკებიდან `ნოსტრო~ ანგარიშებისა და დეპოზიტების მიხედვით საპროცენტო შემოსავლების, სესხებიდან საპროცენტო შემოსავლების, ფასიანი ქაღალდებიდან საპროცენტო და დისკონტური შემოსავლების და სხვა საპროცენტო შემოსავლების ჯამი.

თარიღი: 30.06.2011
მთლიანი საპროცენტო შემოსავლები: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი _ საქართველო~ 2,034,095 1,572,734
`ბაზისბანკი~                                                           6,849,439 6,747,813
`ბითიეი ბანკი~                                                        6,150,030 6,896,047
`ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო"                               8,564,358 6,320,936
`ვითიბი ბანკი~                                                    24,880,728 26,898,376
`ზირაათ ბანკის~ თბილისის ფილიალი                        906,989      437,052
`თიბისი ბანკი~                                                138,332,461 110,191,011
`ინვესტბანკი~                                                          978,060    1,125,101
`კავკასიის განვითარების ბანკის~ თბილისის ფილიალი 866,871      229,741
ბანკი `კონსტანტა~                                               10,611,699    8,302,854
`კორ სტანდარტ ბანკი~                                         18,128,818 16,748,255
`პროგრეს ბანკი~                                                    1,028,576      863,497
`პროკრედიტ ბანკი~                                             51,145,481 55,187,055
`ბანკი რესპუბლიკა~                                             31,560,693 34,064,101
`საქართველოს ბანკი~                                       228,605,130 180,281,621
`ტაოპრივატბანკი~                                              16,187,687  11,554,696
`ბანკი ქართუ~                                                    27,936,517 24,455,551
`ხალიკ ბანკი~                                                       1,696,307      406,148

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მთლიანი საპროცენტო შემოსავლები, 228 605 130 ლარი, აქვს `საქართველოს ბანკს~, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მისივე მაჩვენებლის 126,8%-ს შეადგენს. მას მოყვება `თიბისი ბანკი~, რომლის ამჟამინდელი მაჩვენებელი (138 332 461 ლარი) წინა წლის შესაბამისი პერიოდის 125,5%-ია. ამ მაჩვენებლით დანარჩენი ბანკები ორივეს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. მათ შორის ყველაზე ნაკლები მთლიანი საპროცენტოშემოსავლები (866 871 ლარი) `კავკასიის განვითარების ბანკს~ აქვს, ეს თუმცა შარშანდელთან შედარებით თითქმის 3,8-ჯერ მეტი, ანუ 377,3%-ია. მთლიანი საპროცენტო შემოსავლების შემადგენელ კომპონენტებში ყველა ბანკის მაჩვენებლები დადებითია და გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ `აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი _ საქართველო~, რომელსაც საანგარიშო პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან 92 700 ლარი უზარალია; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბანკის ამჟამინდელი მთლიანი საპროცენტო შემოსავლები წინა წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია და მის 129,3%-ს შეადგენს.
 
საანგარიშო პერიოდში მთლიანი საპროცენტო შემოსავლების მოცულობის მიხედვით ბანკების თანმიმდევრობა ასეთია: `საქართველოს ბანკი~, `თიბისი ბანკი~, `პროკრედიტ ბანკი~, `ბანკი რესპუბლიკა~, `ბანკი ქართუ~, `ვითიბი ბანკი~, `კორ სტანდარტ ბანკი~, `ტაოპრივატბანკი~, ბანკი `კონსტანტა~, `ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო~, `ბაზისბანკი~, `ბითიეი ბანკი~, `აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი _ საქართველო~, `ხალიკ ბანკი~, `პროგრეს ბანკი~, `ინვესტბანკი~, `ზირაათ ბანკი~ და `კავკასიის განვითარების ბანკი~.

ბანკების უმრავლესობას საანგარიშო პერიოდში უფრო მეტი მთლიანი საპროცენტო შემოსავლები აქვთ, ვიდრე წინა წლის შესაბამის პერიოდში. კერძოდ, ამ ჯგუფის მონაცემები ასე გამოიყურება:

თარიღი: 30.06.2011
მთლიანი საპროცენტო შემოსავლები: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`საქართველოს ბანკი~                                    228,605,130 180,281,621
`თიბისი ბანკი~                                             138,332,461 110,191,011
`ბანკი ქართუ~                                                27,936,517   24,455,551
`კორ სტანდარტ ბანკი~                                    18,128,818   16,748,255
`ტაოპრივატბანკი~                                          16,187,687    11,554,696
ბანკი `კონსტანტა~                                          10,611,699      8,302,854
`ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო"                        8,564,358      6,320,936
`ბაზისბანკი~                                                    6,849,439      6,747,813
`აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო" 2,034,095 1,572,734
`ხალიკ ბანკი~                                                        1,696,307    406,148
`პროგრეს ბანკი~                                                    1,028,576    863,497
`ზირაათ ბანკის~ თბილისის ფილიალი                        906,989    437,052
`კავკასიის განვითარების ბანკის~ თბილისის ფილიალი  866,871    229,741

შემდეგ 5 ბანკს საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი საპროცენტო შემოსავლები შეუმცირდა, თუმცა ეს შემცირებები პროცენტულად მცირეა:

თარიღი: 30.06.2011
მთლიანი საპროცენტო შემოსავლები: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`პროკრედიტ ბანკი~                                           51,145,481  55,187,055
`ბანკი რესპუბლიკა~                                           31,560,693  34,064,101
`ვითიბი ბანკი~                                                  24,880,728  26,898,376
`ბითიეი ბანკი~                                                    6,150,030    6,896,047
`ინვესტბანკი~                                                         978,060    1,125,101

სააქციო კაპიტალი 15 ბანკს გაეზარდა, 3 ბანკს კი შეუმცირდა
 

სააქციო კაპიტალი არის კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.

თარიღი: 30.06.2011
სულ სააქციო კაპიტალი: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო" 9,811,348 10,048,049
`ბაზისბანკი~                                                       23,473,955 21,246,731
`ბითიეი ბანკი~                                                    32,509,647 28,087,002
`ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო~                           38,790,472 16,493,805
`ვითიბი ბანკი~                                                    69,897,404 59,282,430
`ზირაათ ბანკის~ თბილისის ფილიალი                   16,958,193 16,035,060
`თიბისი ბანკი~                                                392,882,581 333,363,941
`ინვესტბანკი~                                                    12,753,733   13,153,153
`კავკასიის განვითარების ბანკის" თბილ. ფილიალი 14,666,181   12,995,545
ბანკი `კონსტანტა~                                              17,000,334   12,092,368
`კორ სტანდარტ ბანკი~                                        67,494,456  49,676,574
`პროგრეს ბანკი~                                                 12,918,575  11,022,399
`პროკრედიტ ბანკი~                                           109,165,257  89,128,199
`ბანკი რესპუბლიკა~                                             90,146,811  69,015,458
`საქართველოს ბანკი~                                        660,990,935 623,659,450
`ტაოპრივატბანკი~                                               36,989,767  23,425,415
`ბანკი ქართუ~                                                  144,720,590 122,467,239
`ხალიკ ბანკი~                                                      24,073,478  25,124,012

როგორც ვხედავთ, სააქციო კაპიტალი 15 ბანკს გაეზარდა, 3 ბანკს კი შეუმცირდა. ეს 3 ბანკი გახლავთ: `აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი _ საქართველო~, `ინვესტბანკი~ და `ხალიკ ბანკი~.
 
ბანკებს სააქციო კაპიტალის სიდიდის მიხედვით თუ განვალაგებთ, ასეთ სურათს მივიღებთ:

თარიღი: 30.06.2011
სულ სააქციო კაპიტალი: ლარებში

ბანკები საანგარიშო პერიოდი წინა წლის შესაბამისი პერიოდი

`საქართველოს ბანკი~                                     660,990,935 623,659,450
`თიბისი ბანკი~                                              392,882,581 333,363,941
`ბანკი ქართუ~                                               144,720,590 122,467,239
`პროკრედიტ ბანკი~                                        109,165,257  89,128,199
`ბანკი რესპუბლიკა~                                          90,146,811  69,015,458
`ვითიბი ბანკი~                                                 69,897,404  59,282,430
`კორ სტანდარტ ბანკი~                                      67,494,456  49,676,574
`ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო~                        38,790,472 16,493,805
`ტაოპრივატბანკი~                                             36,989,767 23,425,415
`ბითიეი ბანკი~                                                 32,509,647 28,087,002
`ხალიკ ბანკი~                                                   24,073,478 25,124,012
`ბაზისბანკი~                                                    23,473,955 21,246,731
ბანკი `კონსტანტა~                                            17,000,334 12,092,368
`ზირაათ ბანკის~ თბილისის ფილიალი               16,958,193 16,035,060
`კავკასიის განვითარების ბანკის~თბილ. ფილიალი 14,666,181 12,995,545
`პროგრეს ბანკი~                                               12,918,575 11,022,399
`ინვესტბანკი~                                                   12,753,733 13,153,153
`აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო" 9,811,348 10,048,049

სააქციო კაპიტალის სიდიდით `საქართველოს ბანკი~ ლიდერობს. მისი ეს პარამეტრი 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 660 990 935 ლარს შეადგენს და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. ამ ბანკის სააქციო კაპიტალი 1,68-ჯერ აჭარბებს მეორე ადგილზე მყოფი `თიბისი ბანკის~ სააქციო კაპიტალს. `თიბისი ბანკის~ სააქციო კაპიტალი 392 882 581 ლარია და შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,8% ით გაზრდილი, ხოლო მესამე ადგილზე გასული `ბანკი ქართუს~ იგივე პარამეტრს 2,71-ჯერ აჭარბებს. `ბანკი ქართუს~ სააქციო კაპიტალი კი საანგარიშო პერიოდში 144 720 590 ლარი გახლავთ, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდისმაჩვენებელზე 18,2%-ით მეტია. თავის მხრივ `ქართუს~ ეს პარამეტრი 1,32-ჯერ აჭარბებს მეოთხე ადგილზე მყოფი `პროკრედიტ ბანკის~ იგივე პარამეტრს, რაც საანგარიშო პერიოდში 109 165 257 ლარს შეადგენს და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 22,5%-ით. `ბანკი რესპუბლიკა~ 90 146 811 ლარი მოცულობის სააქციო კაპიტალით მეხუთე ადგილზეა. სააქციო კაპიტალის სიდიდით ბოლო, მე-18 ადგილზე `აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი _ საქართველო~ იმყოფება 9 811 348 ლარიანი კაპიტალით.

დალი ჩიკვაიძე