ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ვის რამდენი პენსია და დანამატი ეკუთვნის?
#8(140), 2011
ამჯერად, სარედაქციო ფოსტაში მკითხველთა შეკითხვები და წერილები საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჭარბობს. ამიტომ ჩვენც აღნიშნულზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

მოქმედი კანონი "სახელმწიფო პენსიების შესახებ", რომელსაც საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდა, პარლამენტმა 2005 წლის 23 დეკემბერს მიიღო და 2006 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. აღნიშნულ დრომდე მოქმედებდა 1956 და 1990 წლებში მიღებული საპენსიო კანონები, რომლებიც საერთო იყო საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკისათვის და რომლებშიც ცალკეული ცვლილებები და დამატებები შევიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ სრულყოფილი კანონის სახით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ 2006 წლიდან ამოქმედდა.

"სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. მასში მითითებულია, რომ სახელმწიფო პენსიის დაწესებით კანონი ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლებისრეალიზებას ახდენს ეტაპობრივად არსებული რესურსების ფარგლებში. 

კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. 


კითხვა: კონკრეტულად, რას არეგულირებს საპენსიო კანონი და ვისზე ვრცელდება იგი?

პასუხი: კანონი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. იგი ვრცელდება: საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე; პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხოქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. 

პენსიის დანიშვნის საფუძვლებია: საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენა და მარჩენალის გარდაცვალება. აღსანიშნავია, რომ ქალებს, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან. 

პენსიის მიღების უფლების მქონე პირს პენსიის დასანიშნად მიმართვა შეუძლიათ აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.

კითხვა: ვმუშაობ საჯარო სამსახურში. მომავალ თვეში ვხდები 65 წლის, მაქვს 45 წლის შრომის სტაჟი. მინდა დავინიშნო ასაკის პენსია და თან მუშაობაც განვაგრძო. ხომ მექნება მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლება?

პასუხი: არა, არ გექნებათ; ვინაიდან მოქმედი კანონის თანახმად პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

 

როგორც საპენსიო კანონშია მითითებული, პენსიის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

საქართველოს 2011 წლის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია პენსიის შემდეგი ოდენობები: 

- მინიმალური სახელმწიფო პენსია - 55 ლარი; 

- საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია: 2011 წლის 1 სექტემბრამდე – 80 ლარი, 2011 წლის 1 სექტემბრიდან – 100 ლარი; 

- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დანიშნული სახელმწიფო პენსია: 2011 წლის 1 სექტემბრამდე – 80 ლარი, 2011 წლის 1 სექტემბრიდან – 100 ლარი; 

- შეზღუდული შესაძლებლობის (გარდა მკვეთრად გამოხატულისა) სტატუსით დანიშნული სახელმწიფო პენსია – 70 ლარი; 

მეორე მსოფლიო ომის: 

- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – 129 ლარი; 

- ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – 80 ლარი; 

- მონაწილეობისთვის – 80 ლარი; 

ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების: 

- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – 129 ლარი; 

- ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – 80 ლარი; 

- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – 70 ლარი; 

აღნიშნული კანონით გათვალისწინებულის გარდა, სხვა სახელმწიფო პენსიის ოდენობები (მათ შორის დანამატები) განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კითხვა: გთხოვთ აგვიხსნათ, რა უფლება-მოვალეობები გააჩნია პენსიონერს?
 
პასუხი: პენსიონერს უფლება აქვს:

- მიიღოს პენსია "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; 

- დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 

ამასთან, იგი ვალდებულია: აცნობოს კომპეტენტური ორგანოს (საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს, რომელშიც ხდება პენსიის დანიშვნა) იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. 


განცხადება, პენსიის დანიშვნის თაობაზე ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს პენსიის დანიშვნის მსურველი პირის (მაძიებლის) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ ინიშნება 3 სახის პენსია: საპენსიო ასაკის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო და მარჩენალის გამო. 

ასაკის პენსიის თაობაზე ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ; რაც შეეხება პენსიას შეზღუდული შესაძლებლობის გამო, იგი ენიშნებათ: მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსადა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, ენიშნებათ ერთმანეთის ადეკვატური ოდენობის პენსია.

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია განისაზღვრება მინიმალური პენსიის ოდენობით. ამავე ოდენობით ენიშნებათ პენსია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც არ საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას. 


კითხვა: რომელი ორგანო განსაზღვრავს ინვალიდი ბავშვისათვის სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროებას?

პასუხი: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე, სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროებას განსაზღვრავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (ცვლილება შეტანილია 02.11.2007 წ. #306/ნ). 2007 წლის ნოემბრამდე განსაზღვრავდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურო. 


აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც გადაცილებულნი არიან სრულწლოვანების ასაკს, პენსია აღარ ენიშნებათ, მაგრამ ვისაც აღნიშნულ დრომდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დადგენილი ჰქონდათ უვადოდ, უგრძელებდათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით. 


კითხვა: გაუგრძელდებათ თუ არა პენსიის გაცემა იმ პირებს, რომელთაც 18 წლის შემდგომ დაუდგინდათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, მაგრამ არიან ბავშობიდან ინვალიდები?

 

პასუხი: ბავშვობიდან შეზღუდული შესაძ-ლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთაც 18 წლის შესრულების შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პირები, თუ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ ბავშვობიდან და 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დაუდგინდებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (15.09.2006 #249/ნ).


მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ენიშნება გარდაცვლილის ყოველ არასრულწლოვან შვილს, სრულწლოვანები – 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ერთი და იგივე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება ან პენსია ან "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" სახელმწიფო კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, დაუშვებელია მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნისას გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. 


კითხვა: ადრე მოქმედი კანონით, სტუდენტებზე მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული პენსიის გაცემა გრძელდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდში 23 წლის ასაკამდე. არის თუ არა აღნიშნული წესი ამჟამად ძალაში?

პასუხი: შვილებს, მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული პენსია 2006 წლის 1 იანვრიდან მოქმედი კანონის შესაბამისად, სამწუხაროდ, მხოლოდ 18 წლის შესრულებამდე ეძლევათ, მიუხედავად იმისა აგრძელებენ თუ არა სწავლას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.

მოქმედი კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია პენსიის დანიშვნა კატეგორიების შესაბამისად: 

- "ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციით დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციით დარბევის შედეგად დაზარალებულის პენსია ენიშნებათ: 

- ქ. თბილისში 1989წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად; 

- ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო. 

კითხვა: ენიშნებათ თუ არა პენსია მარჩენალის დაკარგის გამო 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრაბს (არასრულწლოვანი შვილების გარდა) და რა ოდენობით?

პასუხი: მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიაენიშნებათ 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის შემდეგ წევრებს: შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, რომელიც შემდეგ არ დაქორწინებულა და არასრულწლოვან შვილს ან ნაშვილებს – მინიმალური ოდენობით.


"ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომი ბირთული ობიექტები) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსია ენიშნებათ: 

- ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულ პირებს – მკვეთრად მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად. 

კითხვა: რა პირობების არსებობის შემთხვევაში ენიშნებათ პენსია ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს?

პასუხი: ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს პენსია ენიშნებათ – მკვეთრად მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო.

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს, აგრეთვე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებს პენსია ენიშნებათ მინიმალური პენსიის ოდენობით. 

"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ". საქართველოს კანონიდან გამომდინარე, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია ენიშნებათ: 

- პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებს – ასეთი სტატუსის მინიჭების შემდეგ, პენსიის მიღების ძირითადი საფუძვლების წარმოშობის მიუხედავად; 

- გარდაცვლილი რეპრესირებული პირის, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილს (18 წლის ასაკის მიღწევამდე) შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს, შვილებს (ნაშვილებს). 

"ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე პენსია ენიშნებათ: 

- ომის ინვალიდებს (მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად); 

- ომის მონაწილეებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო. 


კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, როგორ ენიშნებათ პენსია ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს?
 
პასუხი: ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს პენსია ენიშნებათ – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო.

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, პენსია ინდივიდუალურად ენიშნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს; ასევე არასრულწლოვან შვილებს – 18 წლის ასაკის მიღწევამდე. 


კითხვა: ვის უნდა მიმართოს პირმა, რომელსაც გააჩნია ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძვლით პენსიის მიღების უფლება?

პასუხი: პენსიის დანიშვნის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა წერილობითი განცხადება უნდა შეიტანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. (27.06.2007 #193).

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:  

- ასაკის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა და შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ შრომის სტაჟი გააჩნია) (15.09.2006 #249/ნ); 

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (2.11.2007 #306/ნ); 

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში – მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალურიექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (2.11.2007/ნ); 

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქმედუუნარო პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, მისი მეურვის პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი (2.11.2007 # 306/ნ); 

კითხვა: 2 თვის წინ საავტომობილო კატასტროფაში დამეღუპა შვილი და რძალი. დამრჩა 3 არასრულწლოვანი შვილიშვილი. მეზობელმა მირჩია, თქვენთვის მომემართა და გამერკვია ვის მივმართო მათთვის პენსიის დანიშვნის საკითხზე, რა ოდენობის პენსია დაენიშნება მშობლების დაღუპვის გამო თითოეულ ბავშვს და რა საბუთების წარდგენა იქნება საჭირო?

პასუხი: გითანაგრძნობთ მომხდარი ტრაგედიის გამო და გაცნობებთ, რომ დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის პენსიის დანიშვნის საკითხზე უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და განცხადებას უნდა დაურთოთ: თქვენი, როგორც ბავშვების მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის (ორივე მშობლის) გარდაცვალების მოწმობები და მარჩენალდაკარგული ბავშვების დაბადების მოწმობები.

მოქმედი კანონით, მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია შვილებზე ინიშნება 18 წლის შესრულებამდე თითოეულ ბავშვზე, სამწუხაროდ, თვეში მხოლოდ 55 ლარის ოდენობით. 

აქვე განვმარტავთ, რა საბუთების წარდგენაა საჭირო მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა.

- "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობლებმა უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების ამონაწერი; მეუღლემ – პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იგი მიღწეული არ არის საპენსიო ასაკს – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილმა (ნაშვილებმა) უნდა წარადგინოს – ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (02.11..2007 წ. #306/ნ). 

- ომის მონაწილეებზე პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საკვების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

- ომის ინვალიდებზე – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან (02.11.2007 წ. # 306/ნ); 

კითხვა: ვარ ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირი, მაგრამ დღემდე არც ერთი ორგანოსთვის პენსიის დასანიშნად არ მიმიმართავს და არც საბუთების აღებაზე მიზრუნია, ვინაიდან მქონდა კარგი სამსახური და არ მიჭირდა. ამჟამად, ჩვენს დაწესებულებაში განხორციელებული რე-ორგანიზაციის გამო, უმუშევარი დავრჩი. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა საბუთების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება დამენიშნოს პენსია?

პასუხი: ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინონ – პირადობის მოწმობა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

"ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე 5 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნის დროს წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის მოწმობა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია სათანადო მიზეზობრივი კავშირი, აგრეთვე მისი ამ ობიექტზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, რომლიდანაც იქნა მივლინებული); 

რაც შეეხებათ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთათვის პენსიის დანიშვნას, მათ მიერ წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის მოწმობა, მათი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო კომისარიატიან ორგანიზაცია, საიდანაც იქნენ მივლინებული);

- ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული "9 აპრილის" მონაწილის საბუთი (02.11.2007 წ. #306/ნ), ხოლო ამავე აქციის მონაწილეებმა – პირადობის მოწმობა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული "9 აპრილის" მონაწილის საბუთი. 

- "საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პირებმა, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინონ - პირადობის მოწმობა და სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ. 

- ზემოაღნიშნული კანონით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში მშობლებმა უნდა წარადგინონ: 

- პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ რა შემთხვევაში ენიშნებათ პენსია რეპრესირებულთა მეუღლესა და შვილებს. უფრო კონკრეტულად – ენიშნებათ თუ არა პენსია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა მეუღლეებსა და შვილებს და რა საბუთები უნდა წარუდგინონ მათ შესაბამის ორგანოს მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დასანიშნად?

პასუხი: შრომისუნარიან მეუღლეებს და შვილებს რეპრესირებულის გარდაცვალების გამო პენსია არ ენიშნებათ.

კანონის თანახმად, პენსია რეპრესირებულთა გარადაცვალების გამო ენიშნებათ მხოლოდ შრომისუუნარო მეუღლეებსა და შვილებს, რისთვისაც მეუღლეებმა შესაბამის ორგანოს უნდა წარუდგინონ პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ და თუ მიღწეული არ არიან საპენსიო ასაკს, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, ხოლო შვილმა (ნაშვილებმა) – პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, გარდაცვლილი მარჩენალის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (02.11.2007 წ. #306/ნ). 

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო საბუთებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ (აღნიშნული არ ვრცელდება მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, მშობელზე (მეურვეზე) საპენსიო საქმის გახსნისათვის), ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეთაც იგი ითვლება.

აღსანიშნავია, რომ პირს, რომელსაც სახელმწიფო პენსიის დანიშვნისათვის წარსადგენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არ აქვს დაფიქსირებული რეგისტრაციის ადგილი, სახელმწიფო პენსია ენიშნება პირადობის მოწმობის გაცემის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით. 

პენსიის დანიშვნის საკითხს სოციალური მომსახურების სააგენტო იხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში (27.06.2007 #193).

შეზღუდული შესაძლებლობისა და საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან. 

საყურადღებოა, რომ მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება და შესაბამისი საბუთები კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილია ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.

ვინაიდან ერთ სტატიაში შეუძლებელია ყველა იმ საკითხზე საუბარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფას ეხება, დღეს აქ შევჩერდებით. პენსიის გაცემის შეწყვეტის, მისი განახლების, გადაანგარიშების, დანამატების დარიცხვის, აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებზე ჩვენი ჟურნალის შემდგომ ნომრებში მოგაწვდით კანონიდან გამომდინარე მნიშვნელოვან ინფორმაციას. 


ირინე ღლონტი