ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ინტერნეტ-მაღაზიათა გამაკოტრებელი ქსელი
#2(86), 2007
ფულის დაკარგვის რისკი

ვირტუალურ სივრცეში რეალური ფულის დაკარგვა ადვილად შეიძლება. არავის შეატყობინოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები. ინტერნეტით შენაძენის შემთხვევაში ისარგებლეთ სპეციალური პლასტიკური ბარათებით.
თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტი – ე.წ. ფიშინგია, როდესაც. თაღლითები ელექტრონული ფოსტით აგზავნიან თხოვნა-წერილს, რომლის მიხედვითაც პლასტიკური ბარათის მფლობელებმა უნდა მიუთითონ ბარათის მფლობელის გვარი და სახელი, პლასტიკური ბარათის ნომერი, მისი მოქმედების ვადა, პინ-კოდი და სამნიშნა კოდი, რომელიც მეორე მხარეს არის მითითებული. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითები ელექტრონულ მაღაზიებში გადარიცხვებს აწარმოებენ. სხვისი პლასტიკური ბარათების თაობაზე ინფორმაციის შეგროვებით დაკავებულნი არიან ყალბი სავაჭრო ინტერნეტ-წერტილები. საქონლის შეკვეთისას მყიდველი ვებ-გვერდზე თავისი საკრედიტო ბარათის მონაცემებს ტოვებს, შემდეგ კი იგი არათუ ვერ იღებს შეკვეთილ ნივთს, არამედ აღმოაჩენს, რომ მის ხარჯზე უცნობებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი საინტერესო ნივთი შეიძინეს...

ბარათის მონაცემები შეიძლება მიიტაცონ ბარათის დაუდევარი მფლობელის უშუალო მონაწილეობის გარეშეც. ჰაკერები ტეხავენ პროცესინგული კომპანიის ან მაღაზიის მონაცემთა ბაზას და მასში შესვლის შემდეგ იგებენ იმ საბანკო რეკვიზიტებს, რომელიც შენაძენის დატოვების შემდეგ კლიენტმა დატოვა. ინფორმაციის მიტაცება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის კომპიუტერიდანაც კი. ანალიტიკოსების მტკიცებით, 2005 წლის განმავლობაში "მავნე" პროგრამების გამოყენების შედეგად ფინანსური საკუთრების ქურდობა 5-ჯერ გაიზარდა. თაღლითები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ყველაზე უფრო ხშირად ე.წ. "ტროას ცხენის" ვირუსებს იყენებენ. კომპიუტერში შეღწევის შემდეგ, ვირუსი უთვალთვალებს ეკრანზე ფანჯრის გამოჩენას განსაზღვრული დასათაურებებით და მასში შეტანილ მონაცემებს. "ტროას ცხენს" შეუძლია "მიიტაცოს" და თაღლითს გადაუგზავნოს კლავიატურაზე დაბეჭდილი ნიშნების თანამიმდევრობა, გააანალიზოს მყარი დისკის მონაცემები.

თაღლითები მიტაცებულ ინფორმაციას უფრო ხშირად თვითონ არ იყენებენ, "შავ" ბაზარზე ჰყიდიან. ინტერნეტში არსებობს ვებ-გვერდები, ფორუმები, რომლის მონაწილეები ერთმანეთს მოპარულ ინფორმაციას უცვლიან. სხვისი საკრედიტო ბარათის მონაცემთა გამოყენებით, თაღლითებს შეუძლიათ "შეიძინონ" "ელექტრონული" ფული, რომელსაც ინტერნეტ-სისტემებში გამოიყენებენ (მათ შორისაა "რაპიდა", "იანდექს-დენგი", "Assist",  "Cyberplat"), ამ ფულს კი ანონიმურად იყენებენ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ღირებულების დასაფარად. ფულის "გარეცხვის" სხვა საშუალება შემდეგში მდგომარეობს: თაღლითები ინტერნეტ-ქსელში ეკონომიურ მყიდველებს ეძებენ. მათ ჰპირდებიან, რომ მიჰყიდიან საქონელს ან მომსახურებას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, ვიდრე ეს ინტერნეტ-მაღაზიებში ხდება. გადახდის საშუალებად ისინი "ელექტრონულ" ვალუტას იღებენ. სავაჭრო წერტილთან ანგარიშსწორებას მოპარული საკრედიტო ბარათის მონაცემებით ახდენენ. მიღებულ "ელექტრონულ" ფულს კი ანაღდებენ ფორუმებში იმ პირებზე, რომლებსაც საკუთარი ფულის გლობალურ სივრცეში "გადაქაჩვა", საკუთარ ანგარიშზე ბანკში ჩარიცხვა ან ანგარიშიდან მოხსნა სურთ.

საკუთარი ქსელური ვაჭრობის ("შოპინგის") რისკების მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება. ეს შეიძლება VISA ან MasterCard-ის სპეციალური ბარათების მეშვეობით, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში საქონლის შესაძენად გამოიყენება. ასეთ ბარათებს არ გააჩნიათ მაგნიტური ზოლები, ზომებით ჩვეულებრივ საკრედიტოებთან შედარებით უფრო მცირეა, არ გააჩნიათ პინ-კოდები. ასეთი ბარათები სერთიფიცირებულია როგორც ვირტუალური – ე.ი. მიიღება მხოლოდ ინტერნეტქსელში და ნაღდი ფულის "მოსახსნელად" ან ჩვეულებრივ მაღაზიებში დანახარჯის დასაფარად არ გამოიყენება. ზოგიერთ საკრედიტო ორგანიზაციაში ინტერნეტ-ბარათები პირდაპირი გაგებით ვირტუალურია – კლიენტს ხელზე პლასტიკურ ბარათს არ გადასცემენ, მხოლოდ რეკვიზიტებს ატყობინებენ. ზოგიერთი ბანკი დამატებით შეზღუდვებს აწესებს: 1) ვირტუალური ბარათის მოქმედების ვადა ექვსი თვეა, 2) ამ ბარათის მეშვეობით თვეში შეიძლება შეიძინოთ არაუმეტეს 300 ან 500 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. უსაფრთხოების დასაცავად ქსელურ პლასტიკურ ბარათზე ფულის მუდმივად გადარიცხვა დაუშვებელია. თანხა უნდა გადაირიცხოს შენაძენის გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე და მხოლოდ აუცილებელი ოდენობით – უარეს შემთხვევაში რისკავთ მხოლოდ ამ ფულის დაკარგვას...

დაზვერვა ბრძოლის დაწყებამდე

სპეციალისტების აზრით, ინტერნეტ-მაღაზიის საუკეთესო ტესტი მეგობართა მოსაზრებები და საკუთარი დადებითი გამოცდილებაა. თუკი სავაჭრო ქსელის თაობაზე არ გაგაჩნიათ ამომწურავი ინფორმაცია, შენაძენის გაფორმებამდე ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდი დაწვრილებით უნდა შეისწავლოთ. თაღლითები დიდი მოგების მისაღებად მზად არიან ფული გადაიხადონ ვებ-გვერდის დასამზადებლად, მომხიბლავი დიზაინის შესაქმნელად, ამიტომაც ვებ-გვერდის გარეგნული მხარე პრეტენზიებს არ გამოიწვევს, უფრო მეტიც-მაცდური იქნება უამრავი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის! ეს ინტერნეტ-მაღაზია უნდა შეისწავლოთ უფრო დაწვრილებით: ყურადღება მიაქციეთ საკონტაქტო მონაცემებს; არსებობს თუ არა ფირმის სრულყოფილი საფოსტო მისამართი; საეჭვოდ გამოიყურება მხოლოდ სააბონენტო ყუთის არსებობა; აუცილებელია დარეკოთ მითითებულ ტელეფონებზე, დარწმუნდეთ, რომ ეს კომპანია მართლაც არსებობს; ყურადღებით შეისწავლეთ ის განყოფილება, სადაც მოთხრობილია ფირმის ისტორიის, საქონლის მიწოდების ვარიანტების, შენახვის, გაცვლის ან დაბრუნების თაობაზე. თუკი წარმოდგენილი ინფორმაციის სრულყოფილება დაგაკმაყოფილებთ, სიფხიზლე არ დაკარგოთ. მაშინ, როცა ფირმას ელექტრონული ფოსტით მიმართავთ შეკვეთის გაფორმებისა და საქონელის მიწოდების თაობაზე – შეინახეთ მიმოწერა მთლიანი მოცულობით, მაღაზიის სახელწოდება, ვებ-გვერდის მისამართი. კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში – თუკი გადახდილი თანხის გაპროტესტება დაგჭირდებათ, თქვენი სამუშაო ბანკთან ერთად შემსუბუქდება. თვეში ერთხელ მაინც ბანკიდან მიიღეთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი, თვალი გადაავლეთ ჩატარებულ ოპერაციებს და მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი პლასტიკური ბარათის ემიტენტს მიმართეთ.

ინტერნეტ-მაღაზიის შემოწმებისას, გაეცანით პროცესინგულ კომპანიასაც, რომელიც გამყიდველისა და ბანკის ურთიერთობას ახორციელებს. სოლიდური სავაჭრო ქსელები კლიენტების მიერ განხორციელებული გადარიცხვების უსაფრთხოებაში კლიენტებზე არანაკლებ არიან დაინტერესებულნი. ისინი მათ სთავაზობენ ბარათის რეკვიზიტები შეიტანონ არა საკუთარ ვებ-გვერდზე, არამედ პროცესინგული კომპანიის მეშვეობით, რომლებიც პასუხისმგებლობას კისრულობენ გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და დაცვაზე. ყურადღებით შეისწავლეთ ვირტუალური სავაჭრო წერტილის პარტნიორის ვებ-გვერდი. მასზე მოთავსებული უნდა იყოს სრულყოფილი აუცილებელი ინფორმაცია: იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, კლიენტების სია, კომპანიის კონტრაგენტებთან ერთად, საკონტაქტო ტელეფონები, მხარდაჭერის სამსახურის ტელეფონი. მხარდაჭერის სამსახურში დარეკვა შეიძლება ფირმის კეთილსაიმედოობის ინდიკატორი გახდეს, თუკი ეს სამსახური მუშაობს ისე, როგორც მითითებულია: კვირაში 7 დღე, დღე-ღამეში 24 საათი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიის ნდობა შეიძლება, რადგან ხშირად ერთდღიანი კომპანიები ლამაზ ვებ-გვერდებს ქმნიან, მაგრამ მხარდაჭერის სამსახურის შესაქმნელად ხელი არ მიუწვდებათ – აღნიშნავენ სპეციალისტები.

მთლიანობაში ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ: ინტერნეტ-მომხმარებელთა გამოხმაურებანი კეთილსინდისიერი პროცესინგისა და ინტერნეტ-მაღაზიის ასარჩევად საუკეთესო რეკომენდაციაა. თუმცა, დამატებითი შემოწმება და სიფრთხილე ინტერნეტ-ქსელში შენაძენის გაფორმებისას მავნე არასოდეს არ იქნება.

ვეფხია სამსონიძე