ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №79
№2(86), 2007
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #78:

გოჩას მოლარისაგან ხურდის სახით უნდა მიეღო X ლარი და Y თეთრი, მაგრამ მოლარეს შეეშალა და დაუბრუნა Y ლარი და X თეთრი. გოჩას ხურდა არ დაუთვლია. მეტროში 20 თეთრი დახარჯვის შემდეგ გოჩამ აღმოაჩინა, რომ მას დარჩა ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე ხურდაში ერგებოდა, რამაც ძლიერ გააოცა, რადგან მოლარის მიერ მიცემული ოდენობის გარდა სხვა თანხა არ ჰქონია. რა თანხა უნდა მიეცა მისთვის მოლარეს?

ამოცანის პასუხი:

როგორც ცნობილია, გოჩას ხურდაში უნდა მიეღო 100X + Y თეთრი, მაგრამ მიიღო 100Y + X თეთრი. მას შემდეგ, რაც დახარჯა 20 თეთრი, მას აღმოაჩნდა ხურდაში მისაღებზე ორჯერ მეტი თანხა, შესაბამისად ადგილი აქვს ტოლობას:

    2*(100X+Y)=100Y+X-20
        200X+2Y=100Y+X-20
        199X-98Y=-20
        98Y-199X=20

გვაქვს ერთი განტოლება ორი უცნობით. რადგან ცნობილია, რომ X და Y ნაკლებია 100-ზე (ორივე აღნიშნავს თეთრების რაოდენობას), ამასთან X–ისა და Y–ისათვის ადგილების გაცვლით თანხა დაახლოებით გაორმაგდა, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ Y=2X ან Y=2X+1.

განვიხილოთ ორივე შემთხვევა:

1) 98Y - 199X = 20
Y=2X
მივიღებთ: X = - 20/3 და Y = - 40/2.

2) 98Y - 199X = 20
Y=2X+1
მივიღებთ: X = 26 და Y = 53.

ცხადია, რომ ამოცანის პირობებს აკმაყოფილებს მხოლოდ მეორე შემთხვევა.

ამგვარად, სწორია პასუხია: 26 ლარი 53 თეთრი.

ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფი"-ს პრიზი დაიმსახურა ანდრო აბაშიძემ.

მორიგი ამოცანა #79:

თუ ადამიანი მოძრავ ესკალატორზე აირბენს 8 საფეხურს, მაშინ ის ბოლოში ავა 40 წამში, ხოლო თუ იგივე ადამიანი აირბენს 15 საფეხურს, მაშინ ის ბოლოში ავა 22,5 წამში. რამდენი საფეხური ჩანს გაჩერებულ ესკალატორზე?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ-მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე" ან ჯეკ ლონდონის მოთხრობების კრებული "ზღაპრის დასასრული".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელ.: 8-99-55-68-34.

გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი