ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"ფორბსის" მილიარდერთა ახალი სია
#4(88), 2007
ყველაზე მდიდრები

ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიო მილიარდერთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2006 წლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს, 946 ადამიანს მიაღწია. ეს სია წინა წელთან შედარებით 153 ადამიანით გაიზარდა. პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა ქონების საერთო ღირებულებამ 3.5 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

უკვე 13 წელია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს ამერიკელი ბილ გეიტსი მეთაურობს, მისი ქონება ამ სიაში 56 მილიარდ დოლარად შეფასდა. კორპორაცია `მაიკროსოფტის~ ერთ-ერთი დამფუძნებლის შემდეგ მოდის მისი თანამემამულე, ინვესტორი უორენ ბაფეტი, მისი ქონება ახალი სიის მიხედვით - 52 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. მესამე ადგილზეა მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი, ლათინური ამერიკის უმდიდრესი ადამიანი, კარლოს სლიმა (49 მილიარდი დოლარი). შემდეგი ადგილები დაიკავეს შვედმა მეწარმემ, "იკეას" მაღაზიათა ქსელის მფლობელმა, ინგვარ კამპრადმა (33 მილიარდი დოლარი), ფოლადჩამომსხმელი ქარხნების ინდური წარმოშობის მეპატრონემ, ლაკშმი მიტალმა (32 მილიარდი დოლარი), სასტუმროთა ქსელის მფლობელმა, ამერიკელმა შელდონ ეიდელსონმა (26.5 მილიარდი დოლარი), სავაჭრო ნიშნის LVMH-ის მფლობელმა ფრანგმა ბერნარ არნომ (26 მილიარდი დოლარი), ამანსიო ორტეგამ ესპანეთიდან (24 მილიარდი დოლარი) და ლი კა-შინმა ჰონ-კონგიდან (23 მილიარდი დოლარი). პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ათეულს ამთავრებს კანადელი დევიდ ტომპსონი (22 მილიარდი დოლარი).

ცნობილი ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი ამ სიაში მხოლოდ მე-80-ა. მისი ქონების ღირებულება "სულ რაღაც" 8.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
 
მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში მოწინავე ადგილები მამაკაცებმა დაიკავეს, მასში მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც საკმაოდ არიან - 83 ქალბატონი. ავტორიტეტული გამოცემის შეფასებით, მილიარდერთა უმეტესობა ამერიკელია - 415 ადამიანი (საერთო რიცხვის 44%). მათი საერთო ქონების ღირებულებამ 1.35 ტრილიონი დოლარი შეადგინა, სუპერ-მდიდართა სიაში მეორე ადგილზეა გერმანია (55 ადამიანი, 245 მილიარდი დოლარი), მესამე კი - რუსეთი 53 მილიარდერით.

ახალ სიაში ბევრი რუსია

2006 წლის მილიარდერთა სიაში ბევრი რუსი ბიზნესმენი მოხვდა. გამოცემას მიაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეთა შორის უმდიდრესი ადამიანი კვლავ ჩუკოტკის გუბერნატორი რომან აბრამოვიჩია. ცოტა ხნის წინ ხმაური გამოიწვია რუსული ჟურნალ "ფინანსების" გამოქვეყნებულმა უმდიდრესი ადამიანების სიამ, რომლის მიხედვითაც უმდიდრეს რუსად "რუსალ"-ის მფლობელი ოლეგ დერიპასკა დასახელდა, რომლის ქონებაც 21,2 მილიარდად შეფასდა. ამერიკელი ექსპერტები რუსი კოლეგებისაგან განსხვავებით, თვლიან, რომ დერიპასკა "ფინანსების" მიერ გამოქვეყნებულ ციფრებთან შედარებით თითქმის ორჯერ ღარიბია და რუს მდიდარ ადამიანთა სამეულშიც კი არ შედის.

2006 წლის შედეგების მიხედვით, რუსეთში სულ 53 მილიარდერია, რაც 19 ადამიანით მეტია წინა წელთან შედარებით. შარშან რუსეთის უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონებამ 282 მილიარდი დოლარი შეადგინა. "ფორბსის" რეიტინგში რომან აბრამოვიჩის ქონება 18.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მან ამ სიაში 16-ე ადგილი დაიკავა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ასეულში კიდევ 13 რუსი შევიდა. ამავე სიაში ერთადერთი რუსი ქალბატონია, მოსკოვის მერის – იური ლუჟკოვის მეუღლე, კომპანია "ინტეკოს" მეთაური ელენე ბატურინა, 3.1 მილიარდი დოლარით. მან ამ ჩამონათვალში 279-ე პოზიცია დაიკავა.

"ფორბსის" შეფასებით, რუს მილიარდერთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა საქონლისა და ნედლეულის გლობალური ბაზრის ზრდას უკავშირდება. ჟურნალ "ფორბსის" რედაქტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივ ფორბსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკის წარმატებები მომავალში მხოლოდ ენერგომატარებლებზე შემოღებულ მაღალ ფასზე არ იქნება დამოკიდებული. სხვა სექტორების განვითარების ტემპები, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიებზე და სამეცნიერო დარგებში, სავარაუდოდ, რუსი მილიარდერების რიცხვს მომავალშიც გაზრდის. რუსეთის უმდიდრესი ადამიანების საშუალო ასაკმა 46 წელი შეადგინა, როცა მსოფლიოს სუპერმდიდართა საშუალო ასაკმა 62 წელს მიაღწია. სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები 2 წლით "გაახალგაზრდავდნენ".

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ასეულში 14 რუსი შევიდა. რომან აბრამოვიჩის შემდეგ ყველაზე მდიდარი რუსები არიან: კომპანია "ნაფტა-მოსკვას" მფლობელი სულეიმან ქერიმოვი (35-ე ადგილი, 14.4 მილიარდი დოლარი) და ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მეპატრონე ვლადიმერ ლისინი (36-ე ადგილი, 14.3 მილიარდი). კომპანია "ნორილსკი ნიკელის" თანამფლობელმა მიხეილ პროხოროვმა და კომპანია "ინტერროსის" მეთაურმა ვლადიმერ პოტანინმა 38-ე და 39-ე ადგილები გაიყვეს.

თითოეულის ქონება 13.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. კომპანია "რუსალის" ხელმძღვანელმა, ოლეგ დერიპასკამ 40-ე ადგილი დაიკავა, 13.3 მილიარდით; "ალფა-ბანკის" მეთაურმა, მიხეილ ფრიდმანმა - 45-ე ადგილი, 12.6 მილიარდით; სანავთობო კომპანია "ლუკოილის" პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა - 48-ე ადგილი 12.4 მილიარდით, ხოლო "სევეროსტალის" მეთაური, ალექსეი მორდაშოვი ამ სიაში 54 ადგილზეა, 11.2 მილიარდი დოლარით. "სუალ-ჰოლდინგის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ ვექსელბერგი 61-ე პოზიციაზეა, 10.4 დოლარით.
                       
პლანეტის 40 უმდიდრესი ადამიანი "ფორბსის" რეიტინგით

1. უილიამ (ბილ) გეიტსი, აშშ, 51 წლის, 56 მილიარდი, Microsoft;
2. უორენ ბაფეტი, აშშ, 76 წლის, 52 მილიარდი, Microsoft;
3. კარლოს სლიმი, მექსიკა, 67 წლის, 49 მილიარდი, ტელეკომუნიკაციები;
4. ინგვარ კამპრადი ოჯახითურთ, შვედეთი, 80 წლის, 33 მილიარდი, მაღაზების ქსელი "იკეა";
5. ლაქშმი მიტალი, ინდოეთი, 56 წლის, 32 მილიარდი, ფოლადი;
6. შელდონ ადელსონი, აშშ, 73 წლის, 26.5 მილიარდი, კაზინოები და სასტუმროები;
7. ბერნანდ არნო, საფრანგეთი, 58 წლის, 26 მილიარდი, LVMH;
8. ამანსიო ორტეგა, ესპანეთი, 71 წლის, 24 მილიარდი, Zara;
9. ლი კა-შინგი, ჰონგ-კონგი, 78 წლის, 23 მილიარდი, სხვადასხვა;
10. დევიდ ტომსონი ოჯახითურთ, კანადა, 49 წლის, 22 მილიარდი, მემკვიდრეობა;
11. ლოურენს ელისონი, აშშ, 62 წლის, 21.5 მილიარდი, Oracle;
12. ლილიან ბეტანკური, საფრანგეთი, 84 წლის, 20.7 მილიარდი, L’Oreal;
13. პრინცი ალვალიდ ბინ ტალალ ალსაუდი, საუდის არაბეთი, 50 წლის, 20.3 მილიარდი, ინვესტიციები, კაპიტალდაბანდება;
14. მუკეშ ამბანი, ინდოეთი, 49 წლის, 20.1 მილიარდი, ნავთობი;
15. კარლ ალბრეხტი, გერმანია, 87 წლის, 20 მილიარდი, Aldi;
16. რომან აბრამოვიჩი, რუსეთი, 40 წლის, 18.7 მილიარდი, ნავთობი;
17. შტეფან პერსონი, შვედეთი, 59 წლის, Hennes & Mauritz;
18. ანილ ამბანი, ინდოეთი, 47 წლის, 18.2 მილიარდი, სხვადასხვა;
19. პოლ ალენი, აშშ, 54 წლის, 18 მილიარდი, Microsoft;
20. ტეო ალბრეხტი, გერმანია, 84 წლის, 17.5 მილიარდი, Aldi, trader Joe’s;
21. აზიმ პრემჯი, ინდოეთი, 61 წლის, 17.1 მილიარდი, პროგრამირება;
22. ლი შაუ კი, ჰონგ-კონგი, 79 წლის, 17 მილიარდი, უძრავი ქონება;
23. ჯიმ უოლტონი, აშშ, 59 წლის, 16.8 მილიარდი, მაღაზიათა ქსელი Wal-Mart;
24-25. კრისტი უოლტონი ოჯახითურთ, აშშ, 52 წლის, 16.7 მილიარდი, Wal-Mart;
24-25. ს. რობსონ უოლტონი, აშშ, 63 წლის, 16.7 მილიარდი, Wal-Mart;
26-28. სერგეი ბრინი, აშშ, 33 წლის, 16.6 მილიარდი, Google;
26-28. ლარი პეიჯი, აშშ, 34 წლის, 16.6 მილიარდი, Google;
26-28. ელის უოლტონი, აშშ, 57 წლის, 16.6 მილიარდი, Wal-Mart;
29. ჰელენ უოლტონი, აშშ, 87 წლის, 16.4 მილიარდი, Wal-Mart;
30. მაიკლ დელი, აშშ, 42 წლის, 15.8 მილიარდი, Dell;
31-33. სტივენ ბალმერი, აშშ, 51 წლის, 15 მილიარდი, Microsoft;
31-33. კირკ კერკორიანი, აშშ, 89 წლის, 15 მილიარდი, ინვესტიციები, კაზინოები;
31-33. რაიმონდ ტომასი და უოლტერ კუოკი, ჰონგ-კონგი, 15 მილიარდი, უძრავი ქონება;
34. ფრანც პინო, საფრანგეთი, 70 წლის, 14.5 მილიარდი, საცალო ვაჭრობა;
35. სულეიმან კერიმოვი, რუსეთი, 41 წლის, 14.4 მილიარდი, ფასიანი ქაღალდები;
36. ვლადიმერ ლისინი, რუსეთი, 50 წლის, 14.3 მილიარდი, ფოლადი;
37. ჯეკ ტეილორი ოჯახითურთ, აშშ, 84 წლის, 13.9 მილიარდი, Enterprice Rent-A-Car;
38-39. ვლადიმერ პოტანინი, რუსეთი, 46 წლის, 13.5 მილიარდი, ნიკელი;
38-39. მიხეილ პროხოროვი, რუსეთი, 41 წლის, 13.5 მილიარდი, ლითონი;
40. ოლეგ დერიპასკა, რუსეთი, 39 წლის, 13.3 მილიარდი, ალუმინი.

მოამზადა ვეფხია სამსონიძემ