ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"-ს 2006 წლის ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა
№4(88), 2007
     "ფრაისვოთერჰაუზკუპერსის" ცენტრალური აზიისა და კავკასიის საქართველოს ფილიალი


დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს:

ჩვენ შევამოწმეთ სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შეიცავს ბალანსს 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოგება-ზარალის ანგარიშს, კაპიტალში ცვლილებებს და ფულადი სახსრების მოძრაობის წლის ანგარიშებს, ასევე საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკას და სხვა განმარტებებს.

მენეჯმენტის პასუხისმგებლობა აღნიშნულ ფინანსურ ანგარიშგებებთან მიმართებით


მენეჯმენტი პასუხისმგებელია ამ ანგარიშგებების შედგენასა და წარდგენაზე საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს შიდა კონტროლის განხორციელებას ფინანსური ანგარიშგებების სრულად და უშეცდომოდ მომზადებასა და წარდგენაზე, აგრეთვე შესაფერისი საბუღალტრო პოლიტიკის შერჩევას.

აუდიტორთა პასუხისმგებლობა

ჩვენი მოვალეობაა აღნიშნულ ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტური შემოწმების საფუძველზე წარმოვადგინოთ ჩვენი დასკვნა. ჩვენ ჩავატარეთ აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტები მოითხოვს დავგეგმოთ და განვახორციელოთ აუდიტი იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ რამდენად სრულად და უშეცდომოდ არის შედგენილი ეს ანგარიშგებები.

აუდიტი მოიცავს შესაბამისი პროცედურების განხორციელებას ფინანსურ ანგარიშგებაში წრმოდგენილი თანხების და გამჟღავნებების უტყუარობის დასადასტურებლად. აღნიშნული პროცედურები შეირჩევა აუდიტორების მიერ, მნიშვნელოვანი (მატერიალური) უზუსტობის რისკის შეფასების ჩათვლით. ამ რისკების შეფასების დროს აუდიტორი განიხილავს შიდა კონტროლს ფინანსური ანგარიშგებების სრულდ წარდგენასთან შესაბამისობაში, რათა შეარჩიოს შესაფერისი აუდიტორული პროცედურები, და არა იმისათვის, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება შიდა კონტროლის ეფექტიანობის შესახებ. აუდიტი ასევე მოიცავს საბუღალტრო პოლიტიკის შეფასებას, აგრეთვე შეფასებას იმისა, თუ რამდენად გონივრულია მენეჯმენტის მიერ გაკეთებული სააღრიცხვო შეფასება (ვარაუდი) და მთლიანად ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის შეფასებას.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტი ქმნის სათანადო საფუძველს ჩვენი დასკვნისათვის.

დასკვნა

ჩვენი აზრით, თანდართული ფინანსური ანგარიშგებები, ყველა მატერიალურ ასპექტში, ზუსტად ასახავს ბანკის ფინანსურ მდგომარეობას 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მის ფინანსურ საქმიანობას და ფულადი სახსრების მოძრაობას წლის ბოლოსათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.     
 
29 მარტი 2007 წელი

თბილისი, საქართველო