ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
რეიტინგები
#3(19), 2008
ქვეყნების რეიტინგი კორუფციულობის მიხედვით...

საერთაშორისო ორგანიზაციამ Transparency International-მა ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც დადგენილია კორუფციის დონე მსოფლიოს ქვეყნებში. ათბალიანი სისტემით შეფასებისას ყველაზე მაღალი ქულა - 9,3 დანიამ მიიღო. ამ ქვეყანასთან ერთად კორუფციის ყველაზე დაბალი დონე ახალ ზელანდიაში და შვედეთში აღინიშნება. საუკეთესო ხუთეულში ფინეთი და შვეიცარია შევიდნენ. კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები დონე აღინიშნება ასევე ისლანდიაში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში და კანადაშია.

რეიტინგში შემავალი 180 ქვეყნიდან 147-ე ადგილი დაიკავა რუსეთმა, რომელმაც 10 შესაძლებლიდან მხოლოდ 2,1 ქულა მიიღო. ანალოგიური მაჩვენებელი ბანგლადეშს, კენიასა და სირიას აქვს. რეიტინგის მიხედვით რუსეთის უახლოესი მეზობლები ყაზახეთი და აღმოსავლეთ ტიმორი, აგრეთვე ბელარუსი, აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა, კოტ დივუარი, ეკვადორი, ლაოსი, პაპუა-ახალი გვინეა და ტაჯიკეთი არიან.

რეიტინგის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან კორუფციის დონე მხოლოდ საქართველოში შემცირდა, ხოლო უკრაინაში და რუსეთში ამ მაჩვენებელმა მოიმატა.

ამავე რეიტინგში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ასეთ რეიტინგში 2006 წელს 121-ე ადგილი, ხოლო 2007 წელს 143-ე ადგილი დაიკავა. ამავე რეიტინგში ბოლო ადგილი სომალის მიეკუთვნა. აუტსაიდერთა ათეულში შევიდნენ კონგო, ეკვატორული გვინეა, ჩადის რესპუბლიკა, გვინეა, სუდანი, ავღანეთი, ჰაიტი, ერაყი, მიანმა. კორუფციულობის რეიტინგი შედგენილია 12 დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ მიღებული მონაცემების საფუძველზე.

... და კონკურენტუნარიანობის მიხედვით

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ მესამე წელია ამ რეიტინგში ფინეთი ლიდერობს. მეორე ადგილზეა აშშ, მესამეზე - შვედეთი. შემდეგ მოდიან დანია და ტაივანი. პირველ ათეულში აგრეთვე სინგაპური, ისლანდია, შვეიცარია, ნორვეგია და ავსტრალია შევიდნენ. ევროპაში წამყვან ადგილებს სკანდინავიური ქვეყნები ინარჩუნებენ, ხოლო აზიაში - ტაივანი და სინგაპური. ლათინურ ამერიკაში ჩილე ლიდერობს, რომელმაც ამ რეიტინგის 23-ე სტრიქონი დაიკავა. ჩინეთი სამი პოზიციით ქვევით, 49-ე ადგილამდე დაეშვა. ინდოეთი პირიქით, ხუთი ადგილით ზევით - 50-ე ადგილამდე ავიდა.

ექსპერტთა აზრით, ეს ორი ქვეყანა ინსტიტუციონალური ნაკლოვანებების გამო ზარალდება, ფერხდება მათი წინსვლა კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მხრივ.

უკრაინის ეკონომიკამ რეიტინგის 84-ე საფეხური დაიკავა, საქართველომ - 86. ამავე რეიტინგში პირველად შევიდნენ აზერბაიჯანი (69), სომხეთი (79), ყაზახეთი (61), ყირგიზეთი (116), მოლდოვა (82), ტაჯიკეთი (104). რუსეთმა ამ რეიტინგში 75-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდნენ 117 ქვეყნის ბიზნეს-საზოგადოებები, გათვალისწინებულია აგრეთვე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.