ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
მეაომბოხე ავტოკონსტრუქტორი - ჯონ დე ლორეანი
#2(6), 2005
2005 წლის 19 მარტს, ამერიკაში 80 წლის ასაკში ინსულტისაგან გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, იმავდროულად სკანდალური ბიოგრაფიის მქონე თანამედროვეობის გამოჩენილი საავტომობილო კონსტრუქტორი - ჯონ დე ლორეანი. ისტორიაში იგი დარჩება როგორც ნიჭიერი კონსტრუქტორი ისეთი ცნობილი მარკების მოდელებისა, როგორიცაა Pontiac, Packard, Chevrolet. იგი არის ავტორი 200-ზე მეტი დაპატენტებულლი გამოგონებისა და ინოვაციისა. მანვე შექმნა ოდიოზური მოდელი De Lorean DMC 12, რომელიც წარმატებით გადაიღეს დროის მანქანის როლში ცნობილ ფილმში "უკან, მომავალში".

მას კოლექციონერები დღემდე აღმერთებენ. ავტომობილების კონსტრუქტორები (მოდელიორებისგან განსხვავებით) ყოველთვის რჩებიან კულისებს მიღმა. ხშირად მათ შესახებ არაფერია ცნობილი გვარის გარდა. ჯონ ზაქარი დე ლორეანი ერთადერთი გამონაკლისია ამ წესიდან. ამ სახელთან დაკავშირებული კოლიზიები საშუალოსტატისტიკური ავტოინჟინრების ათობით სიცოცხლეს ეყოფოდა. ჯონ ლორეანი წარმატებული ინჟინერი, ამბიციური ადამიანი იყო. მან საავტომობილო ისტებლიშმენტის თითქმის მწვერვალებს მიაღწია. გახდა "ჯენერალ მოტორსის" ვიცე-პრეზიდენტი; უეცრად კარიერა მიატოვა იმისთვის, რომ გიგანტური კორპორაციისთვის დაემტკიცებინა თუ როგორ უნდა შეიქმნას ავტომობილები. სამწუხაროდ მას, ნიჭიერ და გამბედავ ადამიანს სიმღერის მსგავსად არ გაუმართლა... თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები "სკანდალურმა ინჟინერმა" სასამართლო დავებში გაატარა. კრედიტორების მას მილიონი ემართა. ბოლო პერიოდში იგი პატარა ბინაში ცხოვრობდა, რადგანაც უზარმაზარი მამული დიდ პირად საავტომობილო პარკთან ერთად ვალების დასაფარავად გაყიდა.

დე ლორეანი 1925 წელს ამერიკაში, კერძოდ დეტროიტში (მიჩიგანის შტატში) დაიბადა მუშის ოჯახში. მისი მშობლები ოცნებობდნენ, რომ მათი ვაჟი მუსიკოსი გამოვიდოდა, მაგრამ იგი ტექნიკამ სერიოზულად გაიტაცა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი კორპორაცია Chrysler-თან არსებული საუვენირსიტეტო ცენტრის წევრი გახდა. იმავდროულად, მუშაობა დაიწყო კომპანიაში ინჟინრად. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა. იგი 50-იან წლებში ამ კორპორაციის ყველაზე პერსპექტუილ ახალგაზრდა სპეციალისტად ითვლება 25 წლის ასაკში. "კრაისლერი" კონსერვატიულ და ბიუროკრატიულ კომპანიად ითვლება, ამიტომაც აქ კარიერას სწრაფად რომ ვერ შეიქმნიდა, მალევე მიხვდა. დამოუკიდებლობის მისაღწევად მას ცდა არ სურდა.

კომპანია Packard-მა დე ლორეანს წინადადებით მიმართა სათავეში ჩადგომოდა საკონსტრუქტორო ბიუროს. მან ეს წინადადება დაუფიქრებლად მიიღო. კონცერნს იმ დროისათვის ამერიკული ავტომრეწველობის მონსტრის რეპუტაცია გააჩნდა, რომელიც ძვირადღირებულ, პრესტიჟულ ავტომობილებს აწარმოებდა. სინამდვილეში ამ გიგანტს "თიხის ფეხები" აღმოჩნდა. კომპანიის გაკოტრებისაგან გადასარჩენად, ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო უფრო იაფი მოდელები ეწარმოებინა. საკონსტრუქტორო ბიუროს ახალგაზრდა ხელმძღვანელს ამგვარი წამოწყება არ მოეწონა. იგი Packard-იდან იდეოლოგიური მოსაზრების გამო წავიდა.

სიმონ კნუდსენი იმ დროს Pontiac-ის მმართველი, კორპორაცია General Motors-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვაჟი გახლდათ. ლორეანს მან წინადადებით მიმართა ეს ავტომობილი თანამედროვე და ძლიერ ავტომობილად გადაექცია. სამუშაო, რომელსაც ლორეანი Pontiac-ისათვის ასრულებდა - "არქიმნიშვნელოვანი" იყო. სასწორზე იდო თვით ამ საავტომობილო მარკის არსებობის საკითხი. საქმე იმაშია, რომ 50-იანი წლების შუაგულში General Motors-მა წამოიწყო გლობალური გარდაქმნები თავის განყოფილებებში. ერთ-ერთი მათგანი, Chevrolet ამერიკულ ბაზარზე წინ გაიჭრა, დანარჩენების გაყიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამასთან დაკავშირებით, წარმოიშვა წინადადებები ზოგიერთი მათგანის, მათ შორის Pontiac-ის დახურვის თაობაზე.

დე ლორეანმა და მისმა საკონსტრუქტორო გუნდმა ავტომობილის სრულიად ახალი ტიპი შექმნეს. მათ დაუშვეს ჩარჩო, გააფართოვეს ბორბლის სიგანე, დააყენეს უფრო ძლიერი ძრავი. მანქანა აღჭურვეს საჭის მექანიზმით, მუხრუჭები გამაძლიერებლებით; ასეთი იყო მოდელი Star Chief. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა 180 კგ-თი დამძიმდა, 300 მმ-ით დაგრძელდა, ძლიერმა ცილინდრიანმა ძრავმა მისი "თითქმის სპორტული" თვისებები განსაზღვრა. სწორედ ამაზე ოცნებობდა ამ მარკის უმეტესი თაყვანისმცემლებისა.

"დაბერებულმა", მძიმეწონოსანმა მოდელებმა ადგილი დაუთმეს უფრო სპორტულ და ახალგაზრდულ ავტომობილებს. მათ დაემატა ამერიკელებისათვის საყვარელი ქრომი, განვითარებულმა უკანა "სტაბილიზატორებმა" მანქანებს განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს. ჯონის მიერ დანერგილმა სიახლეებმა Pontiac-ის მოდელებსა და თვით განყოფილებას სასარგებლოდ წაადგა. თუკი 1958 წელს ეს მოდელი გაიყიდა მხოლოდ 220.000, 1962 წელს - უკვე ნახევარ მილიონზე მეტი.

იმავდროულად Pონტიაც-ის მოდელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა სერიული მანქანების რბოლაში, თანაც ძალზე წარმატებით. 1963 წელს Pონტიაც GთO მოდელის შექმნამ თვით ჯონ დე ლორეანის შემდგომი ბედი განსაზღვრა.

Gენერალ Mოტორს-ის ხელმძღვანელობამ იგი ჩჰევროლეტ-ის განყოფილებაში გადაიყვანა, რომელიც კორპორაციაში ყველაზე წარმატებულად ითვლებოდა. იქ ახალი კონსტრუქტორის გამოჩენამ გაყიდვების მოცულობა კიდევ უფრო გაზარდა. მაჩვენებლებმა რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწიეს. ამჟამად, ყოველწლიურად ამ მარკის 3 მილიონი ავტომობილი იყიდება. დე ლორეანი ჩჰევროლეტ-ის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს.

44 წლის ადამიანისთვის კარიერის ამგვარ სიმაღლეებზე ასვლა იმ დროში ფანტასტიურ მოვლენად ითვლებოდა. დე ლორეანი თავის "ოცნების მანქანის" შექმნასთან ერთად სხვა პროექტებზე _ ავტობუსებზეც მუშაობდა. კონსტრუქტორთა საერთაშორისო ჯგუფთან ერთად მან შექმნა თრანსბუს DMჩ-80. ეს მოდელი სიახლეებით იყო "გამოტენილი", ხოლო მისი თვითღირებულება იმ დროს ამერიკაში წარმოებულ ავტობუსებზე უფრო ხელსაყრელი იყო. 80-იან წლებში სანიმუშო ავტობუსი გამოუშვეს, მაგრამ სერიულ წარმოებაში თრანსბუს DMჩ-80 მაინც არ ჩაუშვეს. სამი წლის შემდეგ, ჯონ დე ლორეანის კანდიდატურა კორპორაცია Gენერალ Mოტორს-ის ვიცე-პრეზიდდენტის პოსტზე წამოაყენეს. ამ სავარძელში იგი წარმატებული ინჟინერ-კონსტრუქტორი ისევე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში.

კორპორაციის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მისი იდეების სიმრავლეს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა გაირკვა, რომ თვით ვიცე-პრეზიდენტსაც კი არ გააჩნია ყველაზე გადამწყვეტი გავლენა. ჯონის ის აცოფებდა, რომ ყველა მისი რაციონალური წინადადება მხარდაჭერას მაშინვე არ იმსახურებდა, ცხოვრებაში არ ინერგებოდა. ზოგიერთი თავისი სიახლე ბოლომდე მან ვერ განახორციელა. ყველაზე მეტი კამათი გამოიწვია ძრავის ტიპმა და სახეობამ. თვით ჯონი როტორის ტიპის ძრავის დანერგვის მომხრე იყო. კოლეგები მის მოსაზრებას არ ითვალისწინებდნენ. ჯონ დე ლორეანი თვლიდა, რომ სულ მალე, ყველაზე დიდი 10 წლის შემდეგ ყველა მანქანის 80% ამერიკაში სწორედ ამ ძრავით იმოძრავებდა. იდეოლოგიური უთანხმოება, ისევე როგორც Pაცკარდ-თან შემთხვევაში, სახეზე იყო. კონსტრუქტორს ვერანაირად ვერ შეუშალა ხელი ძალაუფლების მწვერვალებზე ყოფნამ, დე ლორეანმა კარები ხმაურიანად გაიჯახუნა. თუმცა _ "კარები გაიჯახუნა" კიდევ რბილად არის ნათქვამი.
Gენერალ Mოტორს-იდან წასვლის შემდეგ ჯონიმ დაიმუქრა, რომ სკანდალით წავიდოდა, თანაც Gენერალ Mოტორს-ს "გადაუვლიდა"...

შეურაცხყოფილმა დე ლორეანმა უსაქმოდ ყოფნას წიგნის დაწერა არჩია სათაურით "ჭეშმარიტი "Gენერალ Mოტორს", რომელშიც მან სახელგანთქმული კორპორაციის "სამზარეულო" გაამჟღავნა, მზის სინათლეზე ყველაზე პიკანტური წვრილმანები გამოიტანა. განსაკუთრებული აქცენტი მან კომპანიაში მართვის სტილზე გააკეთა, პროდუქციის უარყოფით მხარეებთან ერთად. ავტორმა აშშ-ის საავტომობილო მრეწველობა მთლიანობაში და კორპორაცია Gენერალ Mოტორს-ი კერძოდ ასე დაახასიათა: "1949 წლიდან, როცა ავტომობილებზე გადამცემი კოლოფისა და საჭის სამართავი მოწყობილობის დაყენება დაიწყეს გამაძლიერებელთან ერთად, არანაირი სიახლე დარგის პროდუქციაში დამკვიდრებული არ ყოფილა. აღინიშნა თითქმის 25 წელი ტექნიკური უძრაობისა! საკუთარი პროდუქციის ტექნიკური სრულყოფის მაგიერ, ავტომრეწველობა 20-წლიანი "გასაღების" განუკითხაობაში გადაეშვა, რომლის დროსაც მყიდველს ფაქტიურად ძველ მანქანებს ახლისა და გამოსადეგის სახით აჩეჩებდნენ. წლიდან წლამდე ჩვენ ამერიკელებს  ვუბიძგებდით იქითკენ, რომ საკუთარი ძველი მანქანები გაეყიდათ, ეყიდათ ახლები მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დიზაინი იცვლებოდა... ყოველივე ეს მიმართულია ჩემი მიმართულებითაც, როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელისადმი წაყენებული ბრალდება. ჭეშმარიტებად რჩება ის, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციას, ადრე მომზადებული, ოღონდ ხელახლა "გაცხელებული ვახშმის" სახით".

იგი იმავე წიგნში "მშობლიურ" კორპორაციას კონკურენტებთან ადარებდა: "იმ დროის განმავლობაში, სანამ "Gენერალ Mოტორს"-ში ვმუშაობდი, Fორდ-ს უპირატესობა ჰქონდა ახალი პროდუქტების გამოშვების მიხედვით, ჩჰრყსლერ-ს ახალი ტექნოლოგიების მიხედვით, მიუხედავად ამისა ვერც ერთმა ფირმამ ვერ შეძლო არსებითად შეეცვალა Gენერალ Mოტორს-ის წილი, რომელიც მთელი ბაზრის ნახევარს შეადგენდა". იქვე იგი დასძენდა: "Gენერალ Mოტორს"-მა ვერაფერი გამოუშვა, რომელიც ნამდვილად რევოლუციური სიახლე იქნებოდა ავტომშენებლობაში ავტომატური ტრანსმისიის დამკვიდრების დროიდან (1939 წლიდან), მაგარი ძარის ზედაპირის სტილის შემოღების შემდეგ (1949 წლიდან), იმ დროს, როცა "Fორდ" იყო პიონერი პრაქტიკულად ყოველ ახალ ბაზარზე, ხოლო "ჩჰრყსლერ"-მა წარმოადგინა ისეთი არსებითი ტექნიკური სიახლენი, როგორიც საჭის გამაძლიერებელი, მუხრუჭების გამაძლიერებელი, ელექტრული მინის ამწევი, ცვალებადი ძაბვის გენერატორი".

ამ წიგნმა მილიონობით ტირაჟით დიდი ხმაური ატეხა. დე ლორეანს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა საავტომობილო გიგანტთან, თუმცა ეს მას არ ანაღვლებდა. იგი თავის მეორე დანაპირების განხორციელებაზე ფიქრობდა. იმ ავტომობილის შექმნაზე, რომელიც იმ წლებში Gენერალ Mოტორს-ის სიამაყეს _ სპორტულ ჩჰევროლეტ ჩორვეტტე-ს "გადაუჯოკრავდა". ჯონი დარწმუნებული იყო, რომ შექმნიდა უკეთეს ავტომობილს ტექნიკური მახასიათებლებით, თანაც იაფს ღირებულების მიხედვით. 1974 წელს დე ლორეანმა დააფუძნა კომპანია Dე Lორეან Mოტორ ჩომპანყ. ირლანდიამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა იმ ეკონომიკური სასწაულის თაობაზე, რომელიც ამ ქვეყანას წინ ელოდა რამდენიმე ათეულის შემდეგ. ჩრდილოეთ ირლანდია იმ დროს გახლეჩილი იყო სისხლიანი უწესრიგობებებით. მრეწველობა გაყინული იყო. მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობდა. უმუშევრობამ არნახულ დონეს მიაღწია. სწორედ ეს ადგილი აირჩია დე ლორეანმა ქარხნის ასაშენებლად, რომელიც "მანქანა ოცნებას" გამოუშვებდა. მან რეგიონის აღორძინების იმედი დათესა, მას დაუჯერეს. უფრო მეტიც _ მან ამ პროექტის განსახორციელებლად დიდი ბრიტანეთის მთავრობისაგან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების მიღებასაც მიაღწია. 1978 წლის ზაფხულში, ქალაქ ბელფასტში დაიწყო საავტომობილო ქარხნის Dე Lორეან Mოტორ ჩომპანყ მშენებლობა. წარმოების ინვესტორთა შორის იყვნენ არა მარტო კერძო პირები და კომპანიები, არამედ ჩრდილოეთ ირლანდიის განვითარების ასოციაცია. სულ მალე აღმოჩნდა, რომ ფული მშენებლობისთვის საკმარისი არ ჰქონდათ. დე ლორეანმა სკანდალებით, შანტაჟის თანხლებით ახალი სესხის გამოყოფა მოითხოვა. იმუქრებოდა, რომ მშენებლობას შეაჩერებდა, ქვეყნიდან წავიდოდა. მან 33 მილიონი მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის განვითარების ასოციაციისაგან, კიდევ 40 მილიონი ბრიტანული ბანკებისაგან. გარანტიები საკუთარ თავზე აიღო ჩრდილოეთ ირლანდიის ვაჭრობის დეპარტამენტმა. ჩრდილოეთ ირლანდიის ხელმძღვანელებს მაინც ეშინოდათ, რომ საკუთარ იმედს _ გიგანტურ საავტომობილო მრეწველობას დაკარგავდნენ.

იგეგმებოდა, რომ პირველი ავტომობილი კონვეირიდან ბელფასტში ჩამოვიდოდა არა უგვიანეს ორი წლისა ქარხნის საძირკველის ჩაყრიდან. მანქანის გამოშვება გაჭიანურდა 1981 წლის იანვრამდე. სამყარომ იხილა ის, რასაც დე ლორეანი დიდი ხნის განმავლობაში სიურპრიზის სახით ამზადებდა.
Dე Lორეან-12 უჩვეულოდ ლამაზი გამოვიდა. ექვსცილინდრიანი ძრავი ღენაულტ საუკეთესო თვისებებით წარმოჩინდა, ავტომობილისთვის სრულებით შესაბამისი აღმოჩნდა. ორადგილიანი ძარა ტევადი სალონით, დამზადების ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით (ავიაციურის ჩათვლით, რომელიც ითვალისწინებდა დეტალების შეერთებას წინასწარი გახურების გარეშე), ავტომობილის არარორდინალური "გარეგნობა" ზევით ასაწევი კარებებით, ძარა უჟანგავი ფოლადისგან, ენერგიის შთანთქმის პლასტიკური უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე კორპუსის ისეთი ფორმა, რომელიც აქამდე არავის ენახა, ავტომობილს უჩვეულო თვისებებს სძენდა. აქვე დავძენთ, რომ ექვსცილინდრიანი ძრავი ღენაულტ მანამდე გამოიყენეს ავტომობილებზე Pეუგეოტ და Vოლვო. Dე Lორეან -12 იმდენად უჩვეულო იყო, რომ კომპანიამ გამოკითხვა წინასწარ მოაწყო. მოსაზრებები არსებობდა პოლარულად განსხვავებული: ზოგს მაშინვე სურდა მისი შეძენა, ზოგიერთი კი არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა ასეთი მანქანის მფლობელი გამხდარიყო. უმეტესობას ავტომობილი მოეწონა. 4000 ადამიანმა წინასწარ შეიტანა აცილებელი სახსრები, რამაც ქარხნის ადმინისტრაციას საშუალება მისცა ავტომობილი მასობრივად გამოუშვა. ამის გარდა, ბრიტანეთის მთავრობამ დე ლორეანი საგრძნობი საგადასახადო შეღავათებით აღჭურვა. წარმოება იზრდებოდა, მაგრამ დაგეგმილი 30.000 ავტომობილის გამოშვებამდე წელიწადში ჯერ კიდევ ბევრი რჩებოდა. სამწუხაროდ, არაკვალიფიციურმა მუშებმა საჭირო ხარისხით მანქანის აწყობა ვერ შეძლეს. ავტომობილის პირევლი სერია მყიდველამდე "ნედლი" სახით მივიდა _ მისი პრაქტიკულად მთლიანად გადაწყობა იყო საჭირო. აწყობის არცთუ სასურველი ხარისხის არსებობის მიუხედავად Dე Lორეან-12-ის შესაძენად რიგები წარმოიშვა. მყიდველები რამდენიმე თვე იცდიდნენ საოცნებო მანქანის შესაძენად. მხოლოდ აშშ-ში 350 სადილერო კანტორამ გამოთქვა სურვილი ამ ავტომობილების გაყიდვა მოეხდინათ.

უკვე 1981 წლის ბოლოსთვის Dე Lორეან Mოტორ ჩომპანყ-ს დიდი პრობლემები დაეწყო. მყიდველები უკან აბრუნებდნენ მანქანებს გაუმართაობის გრძელი სიის თანხლებით. დილერებმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. კომპანიის საწყობები გაუყიდავი პროდუქციით აივსო. ქარხანაში Dე Lორეან-12-ის მისაღებ მდგომარეობამდე მიყვანას ცდილობდნენ, რის შედეგადაც ავტომობილი კიდევ უფრო ძვირდებოდა. ამგვარად, ერთბაშად დაიკარგა პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა _ სიიაფე.

Dე Lორეან -12 მრავალმა გაიცნო სტივენ სპილბერგის ფილმის "უკან, მომავალში" მეშვეობით. სწორედ ამ ავტომობილით მაიკლ ჯ. ფოქსის გმირმა გაკვეთა დრო და სივრცე. შესაძლებელია, დე ლორეანი ამ პრობლემებს გამკლავებოდა, მაგრამ მას ჟანგბადი გადაუკეტეს. დიდი ბრიტანეთის ახალმა მთავრობამ მას ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი უთხრა. მან კრედიტებისთვის ინგლისურ ბანკებს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 1982 წლის ზაფხულზე ქარხანა ბელფასტში იძულებით გააჩერეს _ კომპანიას აღარ გააჩნდა სახსრები ავტომობილების წარმოების გასაგრძელებლად. ამ დროის განმავლობაში (დაარსებიდან) Dე Lორეან Mოტორ ჩომპანყ-მ "ოცნების მანქანის" სულ რაღაც 8538 ეგზემპლიარის გამოშვება მოასწრო. უდაოდ ნიჭიერი ავტოკონსტრუქტორი ჯონ დე ლორეანი GM-ში მუშაობის დროს კორპორაციის ხელმძღვანელთა გაღიზიანებას იწვევდა ბოჰემური ცხოვრების სტილის გამო; იგი ყიდულობდა ძვირფას ავტომანქანებს, მიატოვა ცოლი, დაქორწინდა ახალგაზრდა მანეკენზე, ხმაურიანი სკანდალების ხშირი მონაწილეც იყო. იმავე 1982 წელს იგი ძალზედ მსხვილ უსიამოვნებაში გაეხვია. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კომპანიის დამაარსებელი ნარკოტიკებით ვაჭრობაში "ამხილა" და ციხეში ჩააყუდა. საუბარი იყო არც თუ სახუმარო საქმიან გარიგებაზე _ 100 კილოგრამი კოკაინის სანაცვლოდ თითქმის 24 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, რითაც კომპანიას ფინანსური კრახისაგან გადაარჩენდა. შემდგომში, მტკიცებულების არარსებობის გამო დე ლორეანის ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ მისი როგორც ბიზნესმენის რეპუტაცია გამოუსწორებლად შეირყა.

გაკოტრებულმა დე ლორეანმა იმედი არ დაკარგა. მან ასეთი გეგმა გაახმაურა: იმ მამულში, (რომელიც ნიუ-ჯერსის შტატში მდებარეობდა), სადაც 20 წელი იცხოვრა, უნდა გახსნილიყო გამაჯანსაღებელი ცენტრი, გოლფ-კლუბი, ცხენოსნობის ცენტრი. მიღებული სახსრები კი მისი აზრით საკმარისი უნდა ყოფილიყო კრედიტების გასასტუმრებლად, ახალი ავტომობილის შესაქმნელად. გაკოტრების საქმის განხილვამ სასამრთლოში გადაინაცვლა. თემიდის სამსახურებმა არ ირწმუნეს, ღირსეულად არ შეაფასეს დე ლორეანის ფანტაზიების მასშტაბი. მათ დაადგინეს, რომ ეს მამული აუქციონის წესით უნდა გაეყიდათ, რაც გაკეთდა კიდეც 2000 წელს. ვალების გასტუმრებას მოხმარდა აგრეთვე პირადი ავტომობილების დიდი პარკის გაყიდვისაგან მიღებული თანხები. იგი ბოლო წლებში პატარა ბინაში ცხოვრობდა. ნიჭიერი, სკანდალურად ცნობილი ინჟინერ-კონსტრუქტორი ოცნებობდა სამყაროსათვის "მანქანა-ოცნება" ეჩუქებინა, თვითონ კი პრაქტიკულად "შარვლის გარეშე" დარჩა. არავინ იცის, დე ლორეანის ამ უდიდეს ფინანსურ კრახში როგორი წვლილი შეიტანა Gენერალ Mოტორს-მა, თუმცა ფაქტია, რომ მას იმ დროში უდაოდ დიდი პოლიტიკური და ფინანსური გავლენა ჰქონდა იმისათვის, რომ მიწისაგან პირისა აღეგავა ნებისმიერი ახალი კონკურენტი.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ კონსტრუქტორის გარდაცვალებასთან ერთად დაიკარგა ყველაფერი, რაზეც იგი მუშაობდა. ამჟამად, მსოფლიოში უამრავი კლუბი არსებობს, რომელთა წევრები ავტომობილ Dე Lორეან DMჩ-12 თაყვანისმცემლები არიან. დღეს ამერიკის ერთ-ერთ მუზეუმში დგას ავტომობილის ერთი ეგზემპლიარი, რომლის ზედაპირიც ოქროთი არის დაფარული.

რომ არა ჯონ დე ლორეანის მოუსვენარი, მეამბოხე სული, ამ უნიჭიერეს ავტოკოსტრუქტორს, ალბათ, ყოველმხრივ უზრუნველი ცხოვრება ექნებოდა...

ვეფხია სამსონიძე