ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
Coca-Cola - წამყვანი ბრენდი მსოფლიოში
#2(6), 2005
კონსალტინგური კომპანია Interbrand-ის ვერსიის მიხედვით, კომპანია  Coca-Cola ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს წამყვან მსოფლიო ბრენდად. მისი ღირებულება შეფასებულია 67.5 მილიარდ დოლარად. მთლიანობაში ამერიკულმა კომპანიებმა Interbrand-ის სიის ნახევარზე მეტი შეადგინა.
უმსხვილეს არაამერიკულ ფირმად დასახელდა ტელეფონების ფინური მწარმოებელი Nokia, რომელმაც მეექვსე ადგილი დაიკავა. ფირმა შეფასებულია 26.5 მილიარდ დოლარად.

გთავაზობთ ამ წამყვანი ათეულის სიას:

1. Coca-Cola – 67.5 მილიარდი (აშშ)
2. Microsoft – 59.9 მილიარდი (აშშ)
3. IBM – 53.4 მილიარდი (აშშ)
4. General Electric - 50 მილიარდი (აშშ)
5. Intel – 35.6 მილიარდი (აშშ)
6. Nokia – 26.5 მილიარდი (ფინეთი)
7. Disney – 26.4 მილიარდი (აშშ)
8. McDonald's – 26 მილიარდი (აშშ)
9. Toyota – 24.8 მილიარდი (იაპონია)
10. Marlboro – 21.1 მილიარდი (აშშ)

მხოლოდ 5 ბრიტანულმა კომპანიამ შეაღწია პირველ ასეულში. ყველაზე მაღალი მათ შორის 29-ე ადგილი დაიკავა საბანკო ჯგუფმა HSBC (10.1 მილიარდი დოლარი).

Interbrand-ის მონაცემებით 2001 წლიდან მდგომარეობა სიის ზედა ნაწილში არ შეცვლილა. აქ მოხვედრა ძალზე რთულია, რაც ვერ შეძლეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა სუპერმარკეტების ამერიკული ქსელი Wal-Mart, პლასტიკური ბარათების სისტემა Viza, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია Mars.

არსებობს შერჩევის კრიტერიუმები:

1. ბრენდის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2.1 მილიარდი დოლარისა;
2. შემოსავლების მინიმუმ მესამედისა უნდა შემოდიოდეს საგარეო ბაზრებიდან;
3. საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს კომპანიის საბაზრო და საფინანსო მონაცემები.

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთა სამეულმა პოზიციები შეინარჩუნა, რეიტინგის ქვედა საფეხურებზე გამოვლინდა საინტერესო ტენდენციები, რაც მსოფლიო ეკონომიკაში აღინიშნება.

აზიელი ავტომწარმოებლების სიძლიერის ზრდის ნიმუშად გამოდგება იაპონური კომპანია Toyota-ს ბრენდის ღირებულების მატება 10%-ით – 24.8 მილიარდ დოლარამდე. თავის მხრივ, ამერიკული Ford შარშანდელთან შედარებით 2 საფეხურით დაეშვა 22-ე ადგილზე. 2001 წელს იგი მე–8 ადგილზე გამოვიდა.